აშშ-ში კორონავირუსის 228 131 ახალი შემთხვევა დადასტურდა და 3 359 ადამიანი გარდაიცვალა

აშშ-ში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 228 131 ახალი შემთხვევა დადასტურდა და ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 18 458 373-მდე გაიზარდა, - შესაბამის მონაცემებს „ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტი“ ავრცელებს.

ამავე მონაცემების თანხმად, ქვეყანაში კოვიდ 19-ს კიდევ 3 359 ადამიანი ემსხვერპლა და დაღუპულთა რიცხვმა, საერთო ჯამში, 326 124-ს მიაღწია.

ცნობისათვის, აშშ-ში კორონავირუსის წინააღმდეგ მოსახლეობის ვაქცინაციის პროცესი მიმდინარეობს. აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის ინფორმაციით, ამ დროისთვის ქვეყანაში განაწილებულია ვაქცინის 9 465 725 დოზა, აქედან 1 008 025 დოზა უკვე გამოიყენეს.

ირაკლი მელაშვილი - კანონის მიღებით ხელისუფლებამ საბედისწერო შეცდომა დაუშვა
ქართული პრესის მიმოხილვა 16.05.2024
სავაჭრო ცენტრ „იდეალის” ახალი ფილიალი გაიხსნა
ქართული ბანკების სიმყარეს კაპიტალის, რეზერვების და ლიკვიდურობის მაღალი დონე განაპირობებს