დავით სერგეენკო - მინისტრთა ცვლილებები ერთგვარ „რესტარტებს“ გამოიწვევდა, რომლის უფლება და ფუფუნება ახლა არ გვაქვს

მინისტრთა ცვლილებები ერთგვარ „რესტარტებს“ გამოიწვევდა, რომლის უფლება და ფუფუნება ახლა არ გვაქვს, - ასე ხსნის პარლამენტის ვიცე-სპიკერი დავით სერგეენკო იმ ფაქტს, რომ მინისტრთა კაბინეტი ნდობის მისაღებად პარლამენტს უცვლელი შემადგენლობით წარედგინა.

სერგეენკოს თქმით, მნიშვნელობა არა აქვს, თუ რა გვარია ესა თუ ის მინისტრი, მნიშვნელოვანია, როგორ ვითარდება დარგი.

„რეალურად არის საომარი ვითარება, რაც პანდემიამ შექმნა, არის ბრძოლა უხილავ მტერთან. სამთავრობო გუნდმა, პრემიერ-მინისტრმა და პარტიამ გადაწყვიტა, რომ ამ ეტაპზე არ იქნებოდა სწორი ცვლილებების განხორციელება, რადგან მიმდინარე პროცესები უწყვეტ მართვას საჭიროებს. მინისტრთა ცვლილებები გამოიწვევდა რეფორმების გადახედვას, ერთგვარ „რესტარტებს“, რომლის უფლება და ფუფუნებაც ახლა არ გვაქვს", - განუცხადა ჟურნალისტებს დავით სერგეენკომ.

Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x
დავით სერგეენკო - მინისტრთა ცვლილებები ერთგვარ „რესტარტებს“ გამოიწვევდა, რომლის უფლება და ფუფუნება ახლა არ გვაქვს

მინისტრთა ცვლილებები ერთგვარ „რესტარტებს“ გამოიწვევდა, რომლის უფლება და ფუფუნება ახლა არ გვაქვს, - ასე ხსნის პარლამენტის ვიცე-სპიკერი დავით სერგეენკო იმ ფაქტს, რომ მინისტრთა კაბინეტი ნდობის მისაღებად პარლამენტს უცვლელი შემადგენლობით წარედგინა.

სერგეენკოს თქმით, მნიშვნელობა არა აქვს, თუ რა გვარია ესა თუ ის მინისტრი, მნიშვნელოვანია, როგორ ვითარდება დარგი.

„რეალურად არის საომარი ვითარება, რაც პანდემიამ შექმნა, არის ბრძოლა უხილავ მტერთან. სამთავრობო გუნდმა, პრემიერ-მინისტრმა და პარტიამ გადაწყვიტა, რომ ამ ეტაპზე არ იქნებოდა სწორი ცვლილებების განხორციელება, რადგან მიმდინარე პროცესები უწყვეტ მართვას საჭიროებს. მინისტრთა ცვლილებები გამოიწვევდა რეფორმების გადახედვას, ერთგვარ „რესტარტებს“, რომლის უფლება და ფუფუნებაც ახლა არ გვაქვს", - განუცხადა ჟურნალისტებს დავით სერგეენკომ.

ემილ ავდალიანი - რუსეთს საერთაშორისო ასპარეზზე აზერბაიჯანის დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოება არ აწყობს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.07.2025
სტრატეგიული ბიზნეს რეთრითი შალვა ახრახაძესთან ერთად - იმისთვის, რომ შემდეგ მეტი შეძლო, ხანდახან საჭიროა გაჩერდე
ბიქეი ჰოლდინგმა გიორგი ნატროშვილი თეთრი კვადრატის გენერალურ დირექტორად დანიშნა, რომელიც ინოვაციური მიდგომების დანერგვასა და საერთაშორისო ბაზრების ათვისებაზე გააკეთებს აქცენტებს
„მხურვალე ზაფხული აპექსში“ - ბინა საბურთალოზე უპრეცედენტო ფასად
ლიდერი არომათერაპიის სფეროში, ფრანგული პრემიუმ ბრენდი - ფიურესენშელი Puressentiel უკვე PSP-შია