სერგი კაპანაძე - არალეგიტიმური პარლამენტისაგან მიღებული გადაწყვეტილებები, მათ შორის მთავრობის დამტკიცება, ლეგიტიმურობასთან დაკავშირებით სერიოზულ კრიზისს აჩენს

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, სერგი კაპანაძის შეფასებით, არალეგიტიმური პარლამენტისაგან მიღებული გადაწყვეტილებები, მათ შორის მთავრობის დამტკიცება, ლეგიტიმურობასთან დაკავშირებით სერიოზულ კრიზისს აჩენს.

კაპანაძემ პარლამენტის მიერ მთავრობის დამტკიცების პროცესი შეაფასა და აღნიშნა, რომ ეს მთავრობა ქვეყნის წინაშე არსებულ კრიზისებს ვერ გაუმკლავდება, რადგან „ბიძინა ივანიშვილის მხრიდან მთავრობის გუნდში არანაირი ცვლილება არ არის“.

„ერთპარტიული პარლამენტის არსებობა, პარლამენტის, რომელიც გაყალბებული არჩევნების შედეგად შეიქმნა, პარლამენტის, რომლის ლეგიტიმურობასაც არ ცნობს ოპოზიცია და არცერთი ოპოზიციური ძალა არ აღიარებს ამ შედეგებს, ასეთი პარლამენტისაგან მიღებული გადაწყვეტილებები, მათ შორის რა თქმა უნდა, მთავრობის დამტკიცება, ლეგიტიმურობასთან დაკავშირებით სერიოზულ კრიზისს აჩენს. სწორედ ამიტომაა, რომ ახალი არჩევნები გვსურს, რომ ეს პრობლემები ჩამოვიშოროთ, ლეგიტიმურობის კრიზისი აღარ იყოს და ქვეყანამ ნორმალური ფუნქციონირება გააგრძელოს. ამიტომ, ეს მთავრობა ვერანაირ კრიზისს ვერ დაძლევს და ვერანაირ პრობლემას ვერ მოაგვარებს, მარტო იმიტომ კი არა, რომ არალეგიტიმური პარლამენტის მიერ იქნება მანდატი მიცემული, არამედ გამოჩნდა, რომ არც ხედვაში, არც კონკრეტულ ადამიანებში არანაირი ცვლილება არ არის ივანიშვილის მხრიდან, ის იგივე პოლიტიკას გააგრძელებს იგივე ადამიანების მეშვეობით“, - განაცხადა კაპანაძემ.

სერგი კაპანაძის კომენტარს „ევროპული საქართველოს“ პრესსამსახური ავრცელებს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა