ოკუპირებულ ცხინვალში კორონავირუსის 34 ახალი შემთხვევა დადასტურდა

ოკუპირებულ ცხინვალში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 34 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, - ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ე.წ. მთავარი სანიტარული ექიმის მოადგილე ანა გაგლოევაზე დაყრდნობით ავრცელებს.

გაგლოევას თქმით, გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსზე ტესტი 102 ადამიანს ჩაუტარდა და 34-ის პასუხი დადებითი აღმოჩნდა.

დე ფაქტო ხელისუფლების ინფორმაციით, 15 სექტემბრიდან, ანუ რუსეთთან ე.წ. საზღვრის გახსნის შემდეგ ოკუპირებულ ცხინვალში კოვიდ 19-ით სულ 2 206 ადამიანი დაინფიცირდა, აქედან 1 377 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

რეგიონში საგანმანათლებლო დაწესებულებების მუშაობა 15 იანვრამდე შეწყვეტილია.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა