თეა ახვლედიანი - ინტენსიურად განვაგრძობთ ძალისხმევას  როგორც ოსურ, ასევე აფხაზურ საზოგადოებებთან, არაფორმალური დიალოგის გაფართოების თვალსაზრისით

ჩვენი სამშვიდობო პოლიტიკა ძირითადად ეყრდნობა ერთი მხრივ, დეოკუპაციას, ხოლო მეორე მხრივ, ომით გაყოფილ საზოგადოებებს შორის შერიგების პოლიტიკას , - ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრობის კანდიდატმა თეა ახვლედიანმა პარლამენტში, ჟურნალისტებთან განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, შერიგების პოლიტიკა ეყრდნობა სამშვიდობო ინიციატივას, რომლის ფარგლებშიც არაერთი უნიკალური სტატუსნეიტრალური მექანიზმია დანერგილი და ის წარმატებულად მოქმედებს.

„საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ძალიან ვრცლად ისაუბრა საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაციაზე და სამთავრობო ხედვაზე ამ მიმართულებით. რა თქმა უნდა, ეს არის ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტი და ჩვენი სამშვიდობო პოლიტიკა ამ მიმართულებით ძირითადად ეყრდნობა ერთი მხრივ დეოკუპაციას, ხოლო მეორე მხრივ ომით გაყოფილ საზოგადოებებს შორის შერიგების პოლიტიკას. ამ მიმართულებით, ბუნებრივია, არსებობს კონკრეტული ხედვა, რომელზეც მე დეტალურად ვისაუბრე საკომიტეტო მოსმენაზე. ის ეყრდნობა ჩვენს სამშვიდობო ინიციატივას, რომელსაც აქვს არაერთი უნიკალური სტატუსნეიტრალური მექანიზმი დანერგილი, რომელიც უკვე მოქმედებს საკმაოდ წარმატებულად. პანდემიის პირობებშიც კი ჩვენ მივაღწიეთ გარკვეულ წინსვლას ამ მიმართულებით და ჩვენ აუცილებლად ინტენსიურად განვაგრძობთ ჩვენს ძალისხმევას, მათ შორის, საერთო ინტერესების სფეროზე როგორც ოსურ, ასევე აფხაზურ საზოგადოებებთან არაფორმალური დიალოგის გაფართოების თვალსაზრისით, რაც მიმართული უნდა იყოს ადამიანის უფლებების და ჰუმანიტარული მდგომარეობის გაუმჯობესებისკენ“, - განაცხადა ახვლედიანმა.

ავთანდილ წულაძე - პუტინი ახლა, როგორც კაზინოში უიღბლო მოთამაშე, ვა-ბანკზე მიდის, მის ხელთ არსებულ ყველა რესურსს დებს იმ იმედით, იქნებ ახლა მაინც გაუმართლოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში