ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით კიდევ სამი პაციენტი გარდაიცვალა

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით კიდევ სამი პაციენტი გარდაიცვალა

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 101 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და 3 ადამიანი გარდაიცვალა, - ამის შესახებ ინფორმაციას ე.წ. ოპერატიული შტაბი ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ოკუპირებულ რეგიონში 560 ტესტი ჩატარდა.

ამ დროისთვის გუდაუთის საავადმყოფოში 111 ადამიანია მოთავსებული, მათგან 100 კოვიდ 19-ის დიაგნოზით. 39 ადამიანი მძიმე მდგომარეობაშია, 20 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.

სოხუმის ინფექციურ საავადმყოფოში ინფექციის დადასტურებული დიაგნოზით 35 პაციენტია მოთავსებული, ოჩამჩირეში კი - 22.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 8 236 შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 105 პაციენტი, 6 508 ადამიანი კი გამოჯანმრთელდა.

იხილეთ ვიდეო: ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით კიდევ სამი პაციენტი გარდაიცვალა