ქართული პრესის მიმოხილვა 25.12.2020

“საინტერესოა დეგნანის ეს რეაქცია რას მოჰყვა” - რა კითხვები გააჩინა ამერიკის ელჩის ინტერვიუმ

* * *

“საინტერესოა დეგნანის ეს რეაქცია რას მოჰყვა” - რა კითხვები გააჩინა ამერიკის ელჩის ინტერვიუმ

“დეგნანმა დააფიქსირა მკაფიოდ, რომ ეს არჩევნები გაყალბებულია და რომ ამ გაყალბებული არჩევნების ფონზეც კი გამოსაყენებელია ყველა ის სამართლებრივი ბერკეტი ბილომდე, რომელიც კანონითაა გათვალისწინებული, რომ რაიმე კითხვები არ დარჩეს, - ასე შეაფასა “რეზონანსთან” ანალიტიკოსმა ვახტანგ მაისაიამ გიორგი თარგამაძის “ფორმულაში”გასული ინტერვიუ, სადაც ამერიკის ელჩმა რამდენიმე საკითხზე ესაუბრა, მათ შორის, ამერიკა-საქართველოს ურთიერთობაზე, ხელისუფლებასა და ოპოზიციას მოლაპარაკებებზე და მიმდინარე პოლიტიკურ თუ პანდემიურ ვითარებაზე”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით “საინტერესოა დეგნანის ეს რეაქცია რას მოჰყვა” - რა კითხვები გააჩინა ამერიკის ელჩის ინტერვიუმ.

“იმედგაცრუებული დავრჩით, რადგან ამ არჩევნებს ზიანი მიაყენა უამრავმა სერიოზულმა დარღვევამ და გასაჩივრების პროცესიც, რომელიც მოჰყვა არჩევნებს, ასევე, იყო ხარვეზებით სავსე. ბევრი საჩივარი არ იყო სრულად გამოძიებული, ან არ განიხილეს. შედეგი გახდა ის, რომ ხალხმა დაკარგა ნდობა არა მხოლოდ პროცესის, არამედ არჩევნების შედეგების მიმართაც, რაც ძალიან სამწუხაროა”, - ასე შეაფასა დეგნანმა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები, რაც, მაისაიას აზრით, იყო მინიშნება იმისა, რომ არჩევნები გაყალბდა. “ინტერვიუ ვნახე, ჩემი აზრით დეგნანმა ფაქტიურად მიანიშნა იმაზე, რომ არჩევნები გაყალბდა, რაზეც წუხს, საინტერესოა დეგნანის ეს რეაცია, რას მოჰყვა და ახლა ასეთი განცხადება რატომ გააკეთა, იგი მეათე მოწვევის პარლამენტში პირველ სესიაზე მივიდა, კი ბატონო ეს პოლიტიკური ეთიკა და ჟესტია და აქ უცნაური არაფერია და ფაქტობრივად ამით ამერიკამ თავის სტრატეგიულ პარტნიორს პატივი სცა. მაგრამ როგორც ჩანს აქ რაღაცამ იმოქმედა, რამაც ამერიკული მხარის შეშფოთება გამოიწვია”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ მაისაია, რომლის თქმით, “რამ გამოიწვია შეშფოთება, ესაა მთავარი მომენტი”, - აღნიშნავს გამოცემა.

“მე რამდენიმე ფაქტორი მეჩვენება, პირველი ესაა, რომ ჯო ბაიდენის გამარჯვების შემდეგ, როგორც ახალი პრეზიდენტისგან, როგორც ჩანს რაღაცა მესიჯი მიიღო. ბაიდენმა თქვა, რომ როგორც კი პრეზიდენტად აირჩევდნენ ეგრევე საგარეო პოლიტიკას მიხედავდა, მეორე ვარიანტი ის მგონია, რომ შესაძლოა მოლაპარაკებები ჩაიშალა და მეხუთე და მეექვსე რაუნდიც შესაძლოა აღარ გაიმართოს, შესაძლოა გავლენა ჩარკვიანის იმ განცხადებამაც იქონია, რომ ადგილი მოსყიდვას ჰქონდა, ან პარტიების დაფინანსებისა და რეგისტრაციის საკითხმა. ისიც მეჩვენა საინტერესოდ, რომ პირველსავე სესიაზე საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებით რეზოლუცია არ დადგა, როგორც მახსოვს, მმართველი გუნდი აპირებდა რეზოლუციის მიღებას საქართველოს საგარეო პოლიტიკის შესახებ, რომ საქართველო დასავლური პოლიტიკის მატარებელია, მერე ვნახეთ, რომ ამ რეზოლუციამ გადაიწია. როცა 2019 წელს კონსტიტუცია მიიღე, ამ კონსტიტუციის 78-ე მუხლი კი პირდაპირ განმარტავს, რომ შენ ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მომხრე ქვეყანა ხარ, აქ კონსტიტუციური პრივილეგია გაქვს დაფიქსირებული”, - ამბობს რესპონდენტი.

“ამ რეზოლუციის მიღება რა საჭირო იყო ან ეს იდეა რატომ წამოვიდა. ასევე პრეზიდენტ ზურაბიშვილის განცხადებამაც დეგნანის ამ პოზიციაზე გავლენა რამდენად იქონია. მერე ის, რომ ერდოღანმა რა საკითხიც შემოიტანა, რომელიც თავისი არსით ანტიდასავლურია, ამაზე საქართველოს ხელისუფლება დუმს. საქართველოს პრეზიდენტიც ასეთ განცხადებას აკეთებს. კელი დეგნანის მესიჯები ასე გავიგე, ჩემი აზრით, მან დააფიქსირა მკაფიოდ, რომ ეს არჩევნები გაყალბებულია და რომ ამ გაყალბებული არჩევნების ფონზეც კი გამოსაყენებელია ყველა ის სამართლებრივი ბერკეტი ბილომდე, რომელიც კანონითაა გათვალისწინებული, რომ რაიმე კითხვები არ დარჩეს, მერე თუ ამან არ გაამართლა და ბუნებრივია, რომ ძალა აღმართს ხნავსო, მერე ოპოზიცია თავის ქმედებებში თავისუფალია, სავარაუდოდ ეს ვარიანტი იყო დაფიქსირებული”, - დაასკვნის მაისაია.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო