დედაქალაქის 2021 წლის ბიუჯეტი 1.1 მილიარდი ლარით განისაზღვრება

დედაქალაქის ვიცე მერის, ირაკლი ხმალაძის განცხადებით, 2021 წლის ბიუჯეტი 1.1 მილიარდი ლარით განისაზღვრება.

როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, დედაქალაქის 2021 წლის ბიუჯეტი პასუხობს იმ გამოწვევებს, რაც კრიტიკულად მნიშვნელოვანია.

ამასთან, როგორც ხმალაძე დასძენს, ყოველ წელს თბილისისთვის და თბილისის მოსახლეობისთივის მინიმუმ ერთი მილიარდი ლარი იხარჯებოდა.

„ყველამ კარგად ვიცით, რომ 2020 წელს მოხდა პანდემია და ამან საკმაოდ დიდი გავლენა იქონია ეკონომიკურ სექტორზე, არამხოლოდ, საქართველოში, მთელ მსოფლიოში. რა საკვირველია, საბიუჯეტო შემოსავლებზე ეს გარკვეულწილად გავლენას ახდენს.

2021 წელი შეიძლება ითქვას, რომ არის ის წელი, სადაც ნეგატიური ეკონომიკური გავლენები ისევ იქნება მნიშვნელოვანი ფაქტორი საბიუჯეტო შემოსავლებისთვის, თუმცა, ამ ყველაფრის მიუხედავად, როგორც ხედავთ, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი წარმოდგენილია მილიარდ 50 მლნ ლარის ოდენობით, რაც საკმაოდ დიდი რაოდენობაა. იმ გამოწვევებს, რაც კრიტიკულად მნიშვნელოვანია ქალაქისთვის სოციალური თუ ინფრასტრუქტურული მიმართულებით პასუხობს. იანვარში ეს ოდენობა კიდევ 50 მლნ ლარით გაიზრდება, ეს არის ფინანსთა სამინისტროსთან შეთანხმების საგანი“,-განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.

ცნობისთვის, თბილისის საკრებულო დღეს დედაქალაქის 2021 წლის ბიუჯეტს დაამტკიცებს. საკრებულოს დედაქალაქის მთავარ საფინანსო დოკუმენტს ქალაქის მერი კახა კალაძე წარუდგენს. ბიუჯეტის მესამედი, 33% მიმართული იქნება სოციალური და ჯანდაცვის პროექტების დასაფინანსებლად. რაც შეეხება ინფრასტრუქტურის ნაწილს, ინფრასტრუქტურული პროექტების მიმართულებით მერია ბიუჯეტიდან 356 მილიონი ლარის დახარჯვას აპირებს.

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ