ამირან გამყრელიძე - არის გარკვეული მონაცემები, რომ საქართველოში კორონავირუსის ახალი შტამი დადასტურდეს - რამდენიმე ერთეულ შემთხვევაზეა საუბარი

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძისინფორმაციით, საქართველოში კორონავირუსის ახალი შტამი დადასტურებული ჯერ არ არის, თუმცა კვლევა მიმდინარეობს.

როგორც ამირან გამყრელიძემ „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში განმარტა, გარკვეული მონაცემები იმისა, რომ კორონავირუსის ახალი შტამი დადასტურდეს, არის, მაგრამ ამის კვლევას დღეები სჭირდება.

„კორონავირუსის ახალი შტამი დადასტურებული ჯერ არ არის. გარკვეული მონაცემები იმისა, რომ კორონავირუსის ახალი შტამი დადასტურდეს, არის, მაგრამ ამის კვლევას დღეები სჭირდება, იმიტომ, რომ გენომის სეკვენირება მიმდინარეობს. რამდენიმე ერთეულ შემთხვევაზეა საუბარი, არ არის ეს ბევრი, ალბათ, 5-ზე ნაკლები შემთხვევაა.

საქართველოში კორონავირუსის ახალი შტამის დადგენა, ამ ეტაპზე, მხოლოდ ლუგარის ლაბორატორიას შეუძლია, იმიტომ, რომ იქ არის საშუალება გენომის დაშლის, ანუ სეკვენირების და ამ ახალი შტამის იდენტიფიცირებას, სწორედ, გენომის სეკვენირება სჭირდება და ჩვენ ამის გამოცდილება გვაქვს, მაგრამ ამას სჭირდება რამდენიმე დღე, ზოგჯერ კვირაც“, - განაცხადა გამყრელიძემ.

მისი თქმით, ამ ეტაპზე კორონავირუსის ახალი შტამის აღმოჩენა, მხოლოდ ლაბორატორიულად, გენომის სეკვენირების შედეგად არის შესაძლებელი, თუმცა, გამყრელიძის განმარტებით, საერთაშორისო ბაზარზე მალე გამოჩნდება PCR ტესტით მისი იდენტიფიცირების საშუალება.

მისივე განცხადებით, მიმდინარეობს მოლაპარაკება და საქართველომ შესაძლოა საჭირო რეაგენტები გერმანიიდან იანვარში მიიღოს.

„დღეს რასაც ბრიტანეთი აკეთებს და სხვაგანაც, სადაც ეს კეთდება, ამ ეტაპზე, მხოლოდ გენომის სეკვენირებით კეთდება, მაგრამ, ალბათ, მალე საერთაშორისო ბაზარზე გამოჩნდება, იგივე, PCR ტესტით მისი იდენტიფიცირების საშუალება. ზოგიერთ ლაბორატორიას დასავლეთში აქვს შესაბამისი ე.წ თვითნაკეთი არაკომერციული PCR, რომლითაც შეიძლება მისი იდენტიფიცირება. ჩვენ ძლიერი პარტნიორი გვყავს გერმანიაში, ბუნდესვერის მიკრობიოლოგიის ინსტიტუტი და მათთან მიმდინარეობს სწორედ მოლაპარაკებები, რომ შესაბამისად მოგვეხმარონ. ჩვენ შეგვიძლია, როგორც გითხარით, გენომის სეკვენირებით ამის გაკეთება, რომელიც ხანგრძლივი და საკმაოდ ძვირადღირებული სიამოვნებაა და ეს რომ PCR ტესტით დადგინდეს, ამის რეაგენტები, შესაძლებელია, რომ გერმანიიდან გარკვეული პერიოდის შემდეგ, იანვარში მივიღოთ,“- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

გიორგი ბილანიშვილი - იმის მტკიცება, რომ რაღაცის სხვანაირად გაკეთების შემთხვევაში საქართველო 2008 წელს თავიდან აიცილებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას,  მგონია, რომ აზრს მოკლებულია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
ახალი „ავტო სივრცე“ „ვისოლის“ აპლიკაციაში - მძღოლებისთვის საჭირო ყველა სერვისი ერთ APP-ში
Elite-ში Samsung-ის ახალი დასაკეცი ფლაგმანების Galaxy Z Fold8, Galaxy Z Fold8 Ultra და Galaxy Z Flip8  პრეზენტაცია გაიმართა