საინფორმაციო სააგენტო ინტერპრესნიუსი

123456789101112131415
1234
ბიზნესისა და ეკონომიკის სიახლეები
პროფილი
სალომე ზურაბიშვილი
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი
ანა დოლიძე
პარტია „ხალხისთვის“ ლიდერი
ბიძინა ივანიშვილი
საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი
მამუკა ხაზარაძე
პოლიტიკური გაერთიანება „ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის“ ლიდერი
207
პროფილი
ახალი ამბების ტელევიზია
Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-:-
Loaded: 0.00%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-:-
 
1x
დღის სხვა სიახლეები
ზურაბ ჯაფარიძემ ახალი პარტია - „გირჩი - მეტი თავისუფლება” დააფუძნა

ზურაბ ჯაფარიძემ ახალი პარტია - „გირჩი- მეტი თავისუფლება” დააფუძნა. როგორც პარტიის ყრილობის დაწყებამდე ჯაფარიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, პარტიის თავმჯდომარე თავად იქნება.

ამასთან, მისივე განცხადებით, დღევანდელ ყრილობაზე ფორმალურ საკითხებს განიხილავენ.

„დღეს არის ყრილობა, ახალი პარტია ფუძნდება, რომლის სახელიც „გირჩი” იქნება, ოღონდ სრული სახელი იქნება განსხვავებული წინა „გირჩისგან”. წინა „გირჩის” სახელია „ახალი პოლიტიკური ცენტრი - გირჩი”, ამას ერქმევა „გირჩი - მეტი თავისუფლება”.

დღევანდელ ყრილობაზე ფორმალური ნაწილი გვაქვს გასასვლელი იმისათვის, რომ რეგისტრაცია გავიაროთ. რეგისტრაცია გვჭირდება იმისთვის, რომ გვქონდეს რაღაც ფურცელი, რომელიც შემდეგ საჭიროა არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად. შესაბამისად, ამ პროცედურებს გავივლით. ამ პროცედურების ნაწილია თავმჯდომარის, პოლიტსაბჭოს და სარევიზიო კომისიის არჩევა, რასაც კანონი გვავალდებულებს. ეს არჩევნები, რეალურად ჩატარებული გვაქვს ონლაინ, უბრალოდ დღეს ფორმალურად გავაფორმებთ”,- განაცხადა ჯაფარიძემ.

მისივე თქმით, ახალი „გირჩი” ძველისგან ბევრი რამით განსხვავდება.

„მთავარი განსხვავება ის იქნება, რომ მინდა ახალი „გირჩი” იყოს უფრო გახსნილი, ღია პლატფორმა ხალხისთვის, ამ ახალგაზრდებისთვის, ვისაც აქ ხედავთ და ჩემი თავი, როგორც „გირჩის” ბრენდი, ისევე როგორც „გირჩის” ტელევიზია ახალგაზრდებმა გამოიყენონ საკუთარი იდეების წინ წამოსაწევად და სცადონ საკუთარი თავი ქართულ პოლიტიკაში. ქართული პოლიტიკური სპექტრის გაჯანსაღება არის დამოკიდებული იმაზე, რომ ახალი ადამიანები უნდა მოვიდნენ პოლიტიკაში. „გირჩმა” რაც შეძლო თავისი არსებობის ისტორიაში არის ის, რომ ახალგაზრდებს გული მოუბრუნდათ პოლიტიკაზე. ამ ხალხს აქვთ უამრავი იდეა და ინიციატივები, რომლებიც უნდა სცადონ. ყველას არ გამოუვა, მაგრამ „გირჩის” მხარდამჭერები გადაწყვეტენ ვის გამოსდის ეს უკეთ და ისინი გახდებიან “გირჩის” ახალი ცნობადი სახეები”,- განაცხადა ჯაფარიძემ.

ცნობისთვის, თანაპარტიელებთან გამიჯვნის გადაწყვეტილების შესახებ ზურაბ ჯაფარიძემ რამდენიმე კვირის წინ სოციალურ ქსელში დაწერა. „ერთი მხრივ ჩემი, ხოლო მეორე მხრივ იაგოს, ვახოს და სანდროს გზები გაიყო. აღარ ვაპირებ მათთან ერთად „გირჩის“ კეთებას", - დაწერა ჯაფარიძემ.

ლევან ლორთქიფანიძე - დამოუკიდებლობის დღეს ვხვდებით შფოთით, ბრაზით, არასტაბილურობის შეგრძნებით და ბუნდოვანი მომავლით
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
სტეპან  გრიგორიანი - ლავროვის გზავნილი სომეხი ხალხისთვის ასეთი იყო - რუსეთი უკრაინაში ბოლომდე იბრძოლებს, თქვენ კი გაფრთხილებთ - თუ  გააგრძელებთ ევროკავშირთან ინტეგრაციას, კარგ დღეში თქვენც არ იქნებით
„ბრიტანულ ქართული აკადემიის“ დამფუძნებლები „საქართველოს კაპიტალის“ ლონდონის საფონდო ბირჟიდან გარიცხვას ითხოვენ
შპს „წინანდლის ვენახები“ განცხადებას ავრცელებს
მორიგი მნიშვნელოვანი პარტნიორობა უძრავი ქონების ბაზარზე
ისარგებლე „სილქნეტის“ 90-დღიანი პაკეტებით მთელი ზაფხული
გადაიხადეთ SOLO MASTERCARD World Elite ბარათით Dressup.ge-ზე და მიიღეთ 40%-იანი „ქეშბექი“
„ფავორიტი სტილის“ ახალი შენობა და ტექნოლოგიური განახლება - კომპანია ახალ ეტაპზე გადადის