მიხეილ ჩხენკელი - შევინარჩუნეთ განათლების უწყვეტობა, ხარისხი და ხელმისაწვდომობა - პანდემიის მიუხედავად, შეუფერხებლად გავაგრძელეთ სკოლების ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტები

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა „მთავრობის ანგარიში მოქალაქეებს“ ფარგლებში, სამინისტროს მიერ 2020 წლის განმავლობაში განხორციელებული საქმიანობის ანგარიში წარადგინა.

სიტყვით გამოსვლისას მინისტრმა ყურადღება გაამახვილა ზოგადი განათლების განვითარების ხელშეწყობასა და სკოლებში დისტანციური სწავლების წარმატებით დანერგვაზე, რისთვისაც ამ პროცესში ჩართულ სახელმწიფო უწყებებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა.

„ჩვენ შევინარჩუნეთ განათლების უწყვეტობა, ხარისხი და ხელმისაწვდომობა და, პანდემიის მიუხედავად, შეუფერხებლად გავაგრძელეთ სკოლების ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტები. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო კოლეგა უწყებებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს ამ გამოწვევებით აღსავსე პერიოდში თანამშრომლობისა და მხარდაჭერისათვის.

ჩვენ სკოლებში წარმატებით დავნერგეთ დისტანციური სწავლება: ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებს დისტანციური სწავლების სხვადასხვა პლატფორმა შევთავაზეთ და ავამოქმედეთ მოსწავლეთა ინტერესებზე მორგებული მოდელი – განმავითარებელი შეფასება. ამასთან, განათლების ხელმისაწვდომობის მიზნით, პირველ არხთან თანამშრომლობით დავიწყეთ „ტელესკოლა“, რომელიც უნიკალური საგანმანათლებლო პროექტია“,-განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.

დისტანციური სწავლების პროცესის სრულყოფის კუთხით მიხეილ ჩხენკელმა სამინისტროს მიერ საკანონმდებლო ცვლილების განხორციელებას გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ ზოგადი განათლების შესახებ კანონმა დისტანციური სწავლება განათლების ერთ-ერთ ფორმად აღიარა. მისი თქმით, სამინისტროს ინიციატივით, დამტკიცდა დისტანციური სწავლების წესი და პირველი სემესტრის სასწავლო ფორმატი ეპიდვითარების შესაბამისად, რეგიონების მიხედვით, განისაზღვრა. გარდა ამისა, მოსწავლეების მშობლებს დისტანციური სწავლების ფორმატის არჩევის შესაძლებლობა მიეცათ, ხოლო მასწავლებლებისთვის, რომელთაც მოუწიათ ორმაგი დატვირთვით მუშაობა, სამინისტრომ დამატებითი ანაზღაურება უზრუნველყო.

მინისტრმა გამოყო სკოლებში ჰიგიენურ-სანიტარული პირობების გაუმჯობესების საკითხი და აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით სწავლის დაწყებამდე ყველა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მონიტორინგი განხორციელდა, შეფასდა მათი მზაობა, რეაბილიტირდა 800-მდე საჯარო სკოლის სველი წერტილი და სკოლები აღიჭურვა საჭირო ჰიგიენური საშუალებებით.

მიხეილ ჩხენკელმა განსაკუთრებით აღნიშნა მასწავლებლების როლი პანდემიის დროს განათლების სისტემაში არსებული გამოწვევების დაძლევისა და განათლების უწყვეტობის შენარჩუნების პროცესში და კიდევ ერთხელ მადლობა გადაუხადა მათ თავდაუზოგავი შრომისთვის.

პრეზენტაციის ფარგლებში, განათლების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის კუთხით, მინისტრმა პენიტენციურ დაწესებულებაში ბენეფიციარებისთვის საგანმანათლებლო მომსახურების დისტანციური ფორმით მიწოდებაზე, დისტანციური სწავლების არაერთი მხარდამჭერი პროგრამის განვითარებასა („iსკოლა“ და „ვებსკოლა“) და მასწავლებლებისთვის ჩატარებულ ვებინარებზე ისაუბრა. მისი თქმით, ყველა ის პროექტი, რომელიც პანდემიის პერიოდში შეიქმნა, იქნება გრძელვადიანი და აუცილებლად დარჩება საგანმანათლებლო სისტემაში.

რაც შეეხება განათლების სისტემაში თანამედროვე ტექნოლოგიების ინტეგრირებას, მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველოს სკოლებში დაიწყო უაღრესად მნიშვნელოვანი საგანმანათლებლო პლატფორმის Minecraft Education Edition -ის დანერგვა, რაც თამაშზე დაფუძნებულ სწავლებას გულისხმობს და სასწავლო პროცესს უფრო მრავალფეროვანსა და საინტერესოს გახდის. Minecraft-ის საპილოტე პროექტში საქართველოს მასშტაბით 100-მდე მასწავლებელი და 1500-ზე მეტი მოსწავლე ჩაერთო.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა