გამყოფი ხაზის სოფლებში მცხოვრებ ობოლ და შშმ ბავშვებს საკვები პროდუქტები და ჰიგიენური საშუალებები გადასცეს

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი წალენჯიხის სოფლებში, ჭალესა და ფოცხოეწერში იმყოფებოდა. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო მინისტრის აპარატი ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, თეა ახვლედიანი სამეგრელოს სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელთან მალხაზ თორიასთან ერთად ობოლ და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებს ესტუმრა და მათ საკვები პროდუქტებისა და ჰიგიენური საშუალებების კალათები გადასცა. აღნიშნული დახმარების აქცია სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინიციატივითა და გაეროს ბავშვთა ფონდის UNICEF-ის მხარდაჭერით იმართება და გამყოფი ხაზის 116-ვე სოფელში განხორციელდება.

„პანდემიის მეორე ტალღით შექმნილ საჭიროებებზე საპასუხოდ გრძელდება სახელმწიფო მინისტრის აპარატის სოციალური აქცია, რომლის ფარგლებშიც ამჟამად ვიმყოფებით სამეგრელოს რეგიონში, სადაც გაეროს ბავშვთა ფონდის UNICEF-ის დახმარებით საკვები პროდუქტებისა და ჰიგიენური საშუალებების კალათებს ობოლ და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებს გადავცემთ. აღსანიშნავია, რომ ეს აქცია არ არის ერთჯერადი და ჩვენ ასევე, ანალოგიურ დახმარებებს გავწევთ გამყოფი ხაზის სხვა რეგიონებში, ისევე როგორც ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულ მუნიციპალიტეტებსა და სოფლებში. ჯამში, UNICEF-ის დახმარებით აღნიშნული კალათები გადაეცემა 1000-ზე მეტ ოჯახს“, - განაცხადა სახლმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა.

ვაჟა ბერიძე - ქართული სახელმწიფოებრიობა საფრთხეშია - ჩვენ ისევ დასამტკიცებელი გვაქვს, რომ თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას ვიმსახურებთ
ნათია ფიფია - დასავლურ საგანმანათლებლო სისტემასთან მიახლოება ხანგრძლივი პროცესია და მოითხოვს, ერთი მხრივ გლობალურ გამოწვევებს ვუპასუხოთ, მეორე მხრივ, მივუახლოვდეთ ქართულ რეალობასთან მორგებულ დასავლურ სტანდარტებს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.07.2025
სებსბერი - მოცვის პლანტაციები გურიაში
Wendy’s®-მა თავისუფლების მოედანზე მორიგი ფლაგმანი რესტორანი გახსნა
ლეგენდების საქველმოქმედო მატჩი ლისაბონში SMH Sports-ის მონაწილეობით გაიმართება
ქართული რივიერა უნიკალური მიკროკლიმატითა და სანაპირო ზოლით - ადგილი, რომელიც ერთი ჩასვლით შეგიყვარდებათ
2026 წლის რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს საქართველო უმასპინძლებს
BGA-ს დამფუძნებლები გენერალური პროკურორისგან ირაკლი გილაურის წინააღმდეგ საქმის დაუყოვნებლივ გამოძიებას ითხოვენ
სიახლე PSP-ში - ოლიგოთერაპიის ლიდერი ფრანგული ბრენდი „ლაბორატორია გრანიოს” პროდუქტები უკვე საქართველოშია
ახალი ლოკაციები, მაღალი ხარისხი - „რომპეტროლი“ ქსელის გაფართოებას განაგრძობს