შსს-ს წარმომადგენელი დეპუტატებს - ნარკოტიკულ დანაშაულებთან დაკავშირებულ მუხლებთან მიმართებით ხომ არ ვიფიქროთ სასჯელის შემცირებაზე და არა სრულად გათავისუფლებაზე?

შს სამინისტრო დიდი ოდენობით ნარკოტიკებისთვის მსჯავრდებული პირების სრულად ამნისტირებას მხარს არ უჭერს და პარლამენტის წევრებს ამ მიმართულებით სიფრთხილის გამოჩენისკენ მოუწოდებს.

როგორც შს სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელმა სანდრო დარახველიძემ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე განმარტა, იმის მიუხედავად, რომ “ამნისტიის შესახებ“ პროექტი ნარკოტიკების გასაღების ნაწილს არ ეხება, არის კონკრეტული საქმეები, საიდანაც ჩანს, რომ პირს ნარკოტიკული საშუალება მხოლოდ პირადი მოხმარებისთვის არა აქვს.

“ნარკოტიკულ დანაშაულებთან დაკავშირებით არის სსკ-ის 260-ე მუხლის მესამე და 261-ე მესამე და მეოთხე ნაწილები, სადაც ყველაზე დიდი რაოდენობაა. გვაქვს ჩაშლილი სტატისტიკა და თუკი კომიტეტი დაინტერესდება, შეგვიძლია კონკრეტული ციფრები მივაწოდოთ. ამ მუხლებთან მიმართებით ხომ არ ვიფიქროთ დანიშნული სასჯელის შემცირებაზე და არა სრულად გათავისუფლებაზე? საუბარია განსაკუთრებით დიდ ოდენობაზე! პრაქტიკამ აჩვენა და ჩვენი საპოლიციო დანაყოფები აპელირებენ იმაზე, რომ მართალია, “ამნისტიის შესახებ“ კანონი ნარკოტიკების გასაღების ნაწილს არ ეხება, თუმცა პრაქტიკაში ხშირია შემთხვევა, როდესაც საქმეზე არ იკრიბება მტკიცებულებები იმ ვარაუდისთვის, რომ პირის პასუხისგებაში მიცემა გასაღებისთვის მოხდეს, თუმცა მას ის ოდენობა აქვს, როცა ჩანს, რომ ნარკოტიკი მხოლოდ პირადი მოხმარებისთვის არ არის. ამ კუთხით ცოტა ფრთხილები ხომ არ ვყოფილიყავით“, - მიმართა დეპუტატებს შს სამინისტროს წარმომადგენელმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს