ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 112 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 2 ადამიანი გარდაიცვალა

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 112 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 2 პაციენტი გარდაიცვალა,- ამის შესახებ ინფორმაციას ე.წ. ოპერატიული შტაბი ავრცელებს.

ამ დროისთვის გუდაუთის საავადმყოფოში 96 პაციენტია მოთავსებული, მათგან 85 კოვიდ 19-ის დიაგნოზით. 29 ადამიანი მძიმე მდგომარეობაშია, 25 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა კი საშუალო სიმძიმისაა.

სოხუმის ინფექციურ საავადმყოფოში ინფექციის დადასტურებული დიაგნოზით 36 პაციენტია მოთავსებული, ოჩამჩირის საავადმყოფოში - 29, ტყვარჩელში - 15, გაგრის საავადმყოფოში კი- 45 პაციენტი.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 8 675 შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 113 პაციენტი, 6 786 ადამიანი კი გამოჯანმრთელდა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა