თეა ახვლედიანი - გამყოფი ხაზის მიმდებარედ მცხოვრებ მოსახლეობაზე ზრუნვა ჩვენი საქმიანობის პრიორიტეტად რჩება

მთავრობა კონფლიქტით დაზარალებული 116-ვე სოფლის 3000-ზე მეტ ოჯახს დაეხმარა, - ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა,პროექტის „მთავრობის ანაგარიში მოქალაქეებს“ ფარგლებში, სახელმწიფო მინისტრის აპარატის საქმიანობის 2020 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

მისივე თქმით, გამყოფი ხაზის მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად გათბობით უზრუნველყოფილია 14 000 ოჯახი, გაზიფიცირებულია დამატებით 12 სოფელი და ჯამში გაზი მიეწოდება 74 სოფელს. ასევე, განხორციელდა 50 მლნ. ლარის ღირებულების 21 საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტი.

„ჩვენი საქმიანობის პრიორიტეტად რჩება გამყოფი ხაზის მიმდებარედ მცხოვრებ მოსახლეობაზე ზრუნვა, რომლებიც ყოველდღიურად განიცდიან ოკუპაციის წნეხს. 2013 წელს შექმნილი უწყებათაშორისი კომისიის ფარგლებში გრძელდება ერთიანი სამთავრობო ძალისხმევა მათი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, სხვადასხვა ინფრასტრუქტურული, სოციალური, ჯანდაცვის თუ საგანმანთლებლო პროგრამების ფარგლებში. შედეგად, გათბობით უზრუნველყოფილია 14 000 ოჯახი, გაზიფიცირებულია დამატებით 12 სოფელი და ჯამში გაზი მიეწოდება 74 სოფელს, განხორციელდა 50 მლნ. ლარის ღირებულების 21 საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტი, დასრულდა დაგეგმილი წყალმომარაგების სისტემების მშენებლობა-რეაბილიტაციის 4 მასშტაბური პროექტი, განხორციელდა 30 სკოლის შენობის რეაბილიტაცია. უმაღლესში სწავლა დაუფინანსდა 2500-მდე სტუდენტს. მოსახლეობისთვის დამატებით შეღავათებს უკავშირდება, წელს 21 სოფლისთვის მაღალმთიანი სოფლის სტატუსის მინიჭება, ასევე მიწების რეგისტრაციის პროცესი, რომელიც უკვე ათეულობით ათასს მიწის ნაკვეთს შეეხო.

კამპანიური სახე ჰქონდა სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინიციატივით მოსახლეობის სოციალურ მხარდაჭერას გამყოფი ხაზების ყველა რეგიონში, რომლის ფარგლებში შევძელით მოგვეცვა კონფლიქტით დაზარალებული 116-ვე სოფლის მარტოხელა მოხუცებისა და სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი 2100-ზე მეტი ოჯახი და ობოლი და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების 1000-მდე ოჯახი“, - განაცხადა თეა ახვლედიანმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა