მიხეილ სარჯველაძე -  თუ დღეს ამნისტიით გათვალისწინებული რომელიმე მუხლით მჯავრდებული  არ ზის ციხეში, ეს არ აკნინებს ამ მუხლის  კანონში ჩადების საჭიროებას

ადამიანის უფლებების კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, ამნისტიის პროექტში 180-ე მუხლთან დაკავშირებით დამატებით მსჯელობა მიმდინარეობს. აღნიშნულის შესახებ მან იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე განაცხადა.

„180-ე მუხლთან დაკავშირებით სურვილიც გვაქვს და დისკუსიაც მიმდინარეობს და იმედიც მაქვს ეკონომიკური დანაშაულებების ცალკეულ სახეობებთან დაკავშირებით, ოღონდ სხვადასხვა მიდგომებით. მაგალითად, ქურდობასთან არსებული დამოკიდებულება ვერ იქნება იგივე, როცა საქმე გვაქვს თაღლითობასთან, რომელიც თავის შინაარსით შეიძლება უფრო მეტად პრობლემატური იყოს. მაგალითად, დამამძიმებელი გარემოება, როგორიც არის ბინაში შეღწევა ქურდობის შემთხვევაში, ეს განსხვავებულ მიდგომას მოითხოვს, მაგრამ მაგალითად, ზიანის ოდენობა კიდევ სხვანაირ მიდგომას მოითხოვს - უფრო რბილს, მითუმეტეს თუ ზიანის ანაზღაურება იქნება წინაპირობად განსაზღვრული. ასე ინდივიდუალიზებული მიდგომებით ვაპირებთ ამაზე მსჯელობას. ამ წუთას ამაზე არ ვისაუბრებ, რადგან წინ გვაქვს მეორე მოსმენა, მინდა პრინციპზე შევთანხმდეთ,“ - განაცხადა სარჯველაძემ.

მან ასევე უპასუხა კომიტეტზე გამოთქმულ მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ რიგ შემთხვევებში „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტში გათვალისწინებულია მუხლები, რომლითაც საპატიმროში სასჯელს პრაქტიკულად არავინ იხდის.

„მინდა ვთქვა, რომ დღეს თუ რომელიმე მუხლით არ არის მჯავრდებული და არ ზის ციხეში ისეთი მუხლით, რომელიც ამნისტიით გათვალისწინებულია, ეს არ აკნინებს ამ მუხლის ამ კანონში ჩადების საჭიროებას. ჩვენ ჩადებული გვაქვს 11 დეკემბერი გამყოფად, ვიღაცას შეიძლება 8 დეკემბერს აქვს ჩადენილი დანაშაული და შესაბამისად, მის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა შეწყდება. არის ნამდვილად მუხლები, რომლისთვისაც ამ წუთას მსჯავრდებული არავინ არის, მაგრამ ეს არ მაფიქრებინებს იმას, რომ ეს მუხლი აქ არ უნდა იყოს,“- განაცხადა სარჯველაძემ.

ცნობისათვის, ამ დროისთვის არსებული პროექტში 180-ე მუხლის მხოლოდ პირველი ნაწილია ჩადებული. ამ მუხლის პირველი ნაწილი გულისხმობს მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება ან ქონებრივი უფლების მიღებას მოტყუებით. ეს ქმედება ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას სამოცდაათიდან ორას საათამდე ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ან შინაპატიმრობით ვადით ერთიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს