თეა ახვლედიანი - სამწუხაროდ, ჩვენი ორი განუყოფელი რეგიონის ოკუპაცია კვლავ გრძელდება

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თეა ახვლედიანის განცხადებით, მისი უწყება ყველა ბერკეტს იყენებს იმისთვის, რომ უკანონოდ დაკავებული მოქალაქეების უპირობო და დაუყოვნებლივი გათავისუფლება მოხდეს. ამის შესახებ მინისტრმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

ახვლედიანმა ასევე აღნიშნა, რომ პანდემიის დროსაც კი დესტრუქციული ქმედებები გრძელდება.

"სამწუხაროდ, საქართველოში ჩვენი ორი განუყოფელი რეგიონის ოკუპაცია კვლავ გრძელდება. პანდემიის დროსაც კი დესტრუქციული ქმედებები გრძელდებოდა. ეს გამოიხატებოდა, როგორც ბორდერიზაციის, ასევე მოქალაქეების უკანონოდ დაკავების სახით. ამ დრომდე პატიმრობაში რჩებიან: ირაკლი ბებუა, ზაზა გახელაძე, როგორც გახსოვთ, ცოტა ხნის წინ საოკუპაციო რეჟიმმა კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა და ზაზა გახალაძის უკანონო პატიმრობა გახანგრძლივდა. ამისთვის ჩვენ ინტენსიურად ყველა ბერკეტს ვიყენებთ, რათა ჩვენი მოქალაქეების უპირობო და დაუყოვნებლივი გათავისუფლება მოხდეს. რა თქმა უნდა, ჩვენ ამ პროცესში საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად ვმუშაობთ. ვიყენებთ ყველა საერთაშორისო ფორმატს. იმედი გვაქვს, რომ ეს ყველაფერი შედეგს გამოიღებს", - განაცხადა ახვლედიანმა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა