ოკუპირებულ აფხაზეთში 30 დეკემბრიდან 3 იანვრამდე პერიოდში 11 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა

აფხაზეთის ოკუპირებულ რეგიონში 2020 წლის 30 დეკემბრიდან 2021 წლის 3 იანვრამდე პერიოდში კორონავირუსით კიდევ 11 პაციენტი გარდაიცვალა, - ამის შესახებ ინფორმაციას ე.წ. კორონავირუსისგან დაცვის ოპერატიული შტაბი ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, აღნიშნული პაციენტებისგან 8 გუდაუთის ჰოსპიტალში, 3 კი - სოხუმში, რუსეთის სამხედრო-საველე ჰოსპიტალში გარდაიცვალა.
ამასთან, 30-დან 31 დეკემბრამდე კორონავირუსი 95 პირს, 1-დან 3 იანვრამდე კი - 129-ს დაუდასტურდა.

























