გამყოფი ხაზის სოფლებში მცხოვრები ობოლი და შშმ ბავშვების სოციალური დახმარების აქცია გრძელდება

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი ამჯერად შიდა ქართლის და მცხეთა-მთიანეთის რეგიონებში, გამყოფი ხაზების სოფლებს ესტუმრა. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო მინისტრის აპარატი ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, სოფელ საკორინთლოსა და სოფელ ოძისში სტუმრობის ფარგლებში, სახელმწიფო მინისტრმა ობოლ და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებს საკვები პროდუქტებისა და ჰიგიენური საშუალებების კალათები გადასცა.

აღნიშნული დახმარების აქცია სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინიციატივით და ორგანიზებით, გამყოფი ხაზის 116-ვე სოფელში, გაეროს ბავშვთა ფონდის UNICEF-ის მხარდაჭერით ხორციელდება.

„ვაგრძელებთ სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინიციატივით წამოწყებულ კამპანიას, რომელიც პანდემიით შექმნილი საჭიროებების საპასუხოდ დავიწყეთ გასული წლის დასასრულს. ამჯერად შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის კონფლიქტით დაზარალებულ სოფლებში მცხოვრებ ობოლ და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებს გადავცემთ საკვები პროდუქტებისა და ჰიგიენური საშუალებების კალათებს. ჩვენ აღნიშნული აქციით მოვიცავთ გამყოფი ხაზის 116-ვე სოფელს, ისევე როგორც ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულ მუნიციპალიტეტებს. აღსანიშნავია, რომ ამ სოციალური აქციის პროცესში ჩვენ მხარს გვიჭერს გაეროს ბავშვთა ფონდი UNICEF-ი,“ - განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა.

თეა ახვლედიანს შიდა ქართლსა და მცხეთა-მთიანეთში სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებლები სიმონ გულედანი და მაცაცო ნარიმანიძე, ასევე საქართველოში UNICEF-ის ხელმძღვანელი ღასან ხალილ ახლდნენ თან.

იხილეთ ვიდეო:გამყოფი ხაზის სოფლებში მცხოვრები ობოლი და შშმ ბავშვების სოციალური დახმარების აქცია გრძელდება

ისრაელის ელჩი - საქართველოს ყველა მეგობრისთვის 5 ივლისის მოვლენები აბსოლუტურად შოკისმომგვრელი იყო
ქართული პრესის მიმოხილვა 02.08.2021
კახა გოგოლაშვილი - როცა სტაბილიზაციისკენ მიმართული ნებისმიერი კონსტრუქცია ინგრევა, იქ სამოქალაქო დაპირისპირების საფრთხეც არსებობს
გიორგი ხვედელიანი - ვადამდელი არჩევნების დანიშვნას მიშელის ხელშეკრულება კი არა, ქართველი ხალხის ნება გადაწყვეტს
კომპანია "იორკ თაუერსმა" დავით ტურაშვილთან ერთად ახალი კამპანია წამოიწყო
"სამსუნგის" Bespoke მაცივარი - შექმნილია შენთვის, შენ მიერ (R)
GIZ-ის მხარდაჭერით დაგეგმილია გარემოს ეროვნული სააგენტოს ხელშეწყობა თანამედროვე მონიტორინგული სისტემების დანერგვის პროცესში
„ნიკოს ეზო“ და „ფარდაგები რაჭიდან“ - Social Impact Award-ის ფინალისტები საგანმანათლებლო სფეროდან