სოზარ სუბარი - „ნაციონალური მოძრაობა" საქართველოს წარსული და ისტორიაა, რაც მალე გააცნობიერებენ ამას, მით უკეთესი

„ქართული ოცნების“ დეპუტატი სოზარ სუბარი მიიჩნევს, რომ პარტია „ნაციონალური მოძრაობა" საქართველოს წარსულია. მან პარტიის განახლების თაობაზე „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ნიკა მელიას განცხადება შეაფასა და აღნიშნა, რომ პოლიტიკაში ახალი სახეები კარგია, თუმცა ისინი „სისხლიან რეჟიმთან" არ უნდა ასოცირდებოდნენ.

„ნაციონალური მოძრაობა" საქართველოს წარსული და ისტორიაა, რაც მალე გააცნობიერებენ ამას, მით უკეთესი. თუ პოლიტიკაში ახალი სახეები მოვლენ, ეს ყველასთვის კარგია, ოღონდ კარგი იქნება ისინი იმ სისხლიან რეჟიმთან არ გაიგივდნენ, რასაც „ნაციონალური მოძრაობა" წარმოადგენს. მათი ვერანაირი განახლება ვერ გამოვა, სანამ ის (მიხეილ სააკაშვილი) ჰყავთ ოდესაში თუ კიევში და იქიდან მოძღვრავს ამ პარტიას. ამიტომ, კარგი იქნება მართლაც ახალი პოლიტიკური სპექტრი გაჩნდეს საქართველოში და არ იყოს მუდმივად ეს პოლარიზებული, ორპოლუსიანი სპექტრი",-განაცხადა სუბარმა.

ცნობისთვის, "ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას განცხადებით, პარტიაში დიდი განახლების, დიდი გადალაგების დროა, რაც კანონზომიერია.

როგორც მელია სოციალურ ქსელში წერს, აუცილებელია პარტიას შეუერთდეს რაც შეიძლება მეტი მოქალაქე როგორც ახალგაზრდები, ისე გამოცდილებით სავსე უფროსი თაობა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა