„ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით, პარლამენტის შენობასთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

პარლამენტის შენობასთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. სამოქალაქო აქტივისტების განცხადებით, ისინი ქვეყანაში პოლიტპატიმრების არსებობას აპროტესტებენ. როგორც „ინტერპრესნიუსთან" საუბარში აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა, აუცილებელია, პოლიტპატიმრებს „ამნისტიის შესახებ" კანონი შეეხოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი საპროტესტო აქციები არ შეწყდება.

„პარლამენტთან ვართ ისევ შეკრებილი და ჩვენი მთავარი მოთხოვნაა - პოლიტპატიმრების გათავისუფლება. „ამნისტიის კანონი“ პოლიტპატიმრებს აუცილებლად უნდა შეეხოს. წინააღმდეგ შემთხვევაში საპროტესტო აქციები კვლავ გაგრძელდება", - განაცხადა ფავლენიშვილმა.

იხილეთ ვიდეო:"ამნისტიის შესახებ" კანონპროექტის განხილვის პარალელურად, პარლამენტის შენობასთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 28.07.2025