დე ფაქტო ხელისუფლების ინფორმაციით, გალში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია, ტყის მასივის გარდა, სამი სახლია დამწვარი

გალის რაიონში, ტყის მასივში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია, - ამის შესახებ ე.წ. საგანგებო სიტუაციების სამინისტროს გალის სამსახურის ხელმძღვანელმა ემირ ეზუხბაიამ განაცხადა.

„ხანძარი მთლიანად ლიკვიდირებულია. მის მასშტაბებსა და ფართობზე ვერაფერს გეტყვით. ჯერჯერობით უცნობია, რა ტერიტორია დაიწვა. დღეს შეიქმნება კომისია, რომელიც ამ საკითხზე იმუშავებს და ხვალ ან ზეგ ცნობილი გახდება”, - აღნიშნა ეზუხბაიამ.

მისივე თქმით, ხანძრის შედეგად სამი სახლი დაიწვა, თუმცა არავინ დაშავებულა. ეზუხბაიამ ასევე აღნიშნა, რომ ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში 50-მდე მეხანძრე მონაწილეობდა.

ცნობისათვის, ოკუპირებული გალის რაიონში ტყის ხანძარი 4 იანვრის დილას გაჩნდა. გავრცელებული ინფორმაციით, ცეცხლი ახლომდებარე სახლებსაც მოედო, რის გამოც ადგილობრივი მოსახლეობის ევაკუაცია გახდა საჭირო.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა