დე ფაქტო ხელისუფლების ინფორმაციით, გუდაუთის რაიონში გაჩენილი ტყის ხანძარი დასახლებულ პუნქტებს ჯერჯერობით საფრთხეს არ უქმნის

დე ფაქტო ხელისუფლების ინფორმაციით, გუდაუთის რაიონში გაჩენილი ტყის ხანძარი დასახლებულ პუნქტებს ჯერჯერობით საფრთხეს არ უქმნის

გუდაუთის რაიონის სოფელ ფსირცხაში გაჩენილი ტყის ხანძარი დასახლებულ პუნქტებს ჯერჯერობით საფრთხეს არ უქმნის, - ამის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის გუდაუთის რაიონის ე.წ. სახანძრო-სამაშველო სამსახურის უფროსის მოადგილემ ალხას კირტბაიამ სააგენტო „აფსნიპრესს“ განუცხადა.

”ტყის ხანძარი სოფელ მწარის მიდამოებში დაიწყო და სოფელ ფსირცხაში გავრცელდა. ხანძარი ჯერჯერობით დასახლებულ პუნქტებს საფრთხეს არ უქმნის. სატყეო მეურნეობის წარმომადგენლები ხანძრის გავრცელების ადგილებთან ახლოს მორიგეობენ და ჩვენ მათთან კონტაქტი გვაქვს,“- განაცხადა კირტბაიამ.

მისი თქმით, ტყის ხანძრების ჩასაქრობად საჭიროა სპეციალური ვერტმფრენი, რომელიც აფხაზეთის ე.წ. საგანგებო სიტუაციების სამინისტროს არ აქვს. „რუსი კოლეგებისგან დახმარების თხოვნა კი ჯერ ნაადრევია,“- აღნიშნა კირტბაიამ.