ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 141 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 2 ადამიანი გარდაიცვალა

ოკუპირებულ აფხაზეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 140-ზე მეტი ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 2 პაციენტი გარდაიცვალა,- ამის შესახებ ინფორმაციას ე.წ. ოპერატიული შტაბი ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსზე ტესტი 585 ადამიანს ჩაუტარდა, საიდანაც დადებითი პასუხი 141-ს დაუდასტურდა.

ამ დროისთვის გუდაუთის საავადმყოფოში კოვიდ 19-ის დიაგნოზით 65 პაციენტია მოთავსებული. 23 ადამიანი მძიმე მდგომარეობაშია, 13 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა კი საშუალო სიმძიმისაა.

სოხუმის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსის დადასტურებული დიაგნოზით 33 პაციენტია მოთავსებული, ოჩამჩირის საავადმყოფოში - 19, ტყვარჩელში - 15, გაგრის საავადმყოფოში კი - 30 პაციენტი.

გუშინ ცნობილი გახდა, რომ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. „პრემიერ-მინისტრი“ ალექსანდრე ანქვაბი, რომელსაც კორონავირუსი 30 დეკემბერს დაუდასტურდა, 4 იანვარს გუდაუთის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 9 323 შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 131 პაციენტი, 7 187 ადამიანი კი გამოჯანმრთელდა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა