დეკანოზი კონსტანტინე ბურჯანაძე - ფოთის საკათედრო ტაძარში შობის სადღესასწაულო  მსახურება ყველა რეგულაციის დაცვით ჩატარდება

ფოთის საკათედრო ტაძარში შობის სადღესასწაულო მსახურება ყველა რეგულაციის დაცვით ჩატარდება. საშობაო წირვას ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი მეუფე გრიგოლი აღავლენს. დეკანოზ კონსტანტინე ბურჯანაძის თქმით, სადღესასწაულო ლიტურგიას მრევლი პირბადის გამოყენებით დაესწრება და დისტანციას დაიცავს.

„საღამოს მსახურება შესრულდება დღეს 17:00 საათზე, სადღესასწაულო მსახურება კი შესრულდება 23:00 საათზე, ასევე ხვალ 09:00 საათზე. მრევლი დადგება, როგორც ყოველთვის დგას, დისტანციურად, ამ წესს ვიცავთ და დავიცავთ . პირბადეს გაიკეთებენ. მინდა მოგილოცოთ ქრისტესშობის დღესასწაული და უფლის ანგელოზებმა კაცობრიობას მიულოცა , დიდება მაღალთაშინა ღმერთსა, ქვეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება. მივულოცავთ ჩვენს ქვეყანას და მივულოცავთ ყოველ ადამიანს . უფალმა გაგახაროთ“, - განაცხადა ფოთის საკათედრო ტაძრის დეკანოზმა კონსტანტინე ბურჯანაძემ.

ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
ზვიად კორძაძე იურიდიული ფირმების ასოციაციის თავმჯდომარედ აირჩიეს
„ბაკურიანი” გიორგი მიქაუტაძესთან ერთად, ახალ ლიმიტირებულ შეფუთვას წარმოგიდგენთ
ვეტცელი 1908 - ბაზისბანკი თანამედროვე სტუმარ-მასპინძლობის გასტრონომიური სახლის მხარდამჭერია
Skillwill-ის კოლეჯში წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო - შექმენი შენი წარმატებული ტექნოლოგიური მომავალი
„თეთრი კვადრატის“ რებრენდინგი - კომპანია განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა
„სილქნეტი“ Tatuza Jazz Club-ის მხარდამჭერი გახდა