რაჭა-ლეჩხუმ სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატი გოჩა ენუქიძე სტიქიის ზონაში იმყოფება

ონისა და ცაგერის მუნიციპალიტეტებში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებს რაჭა-ლეჩხუმ სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატი გოჩა ენუქიძე დილიდან, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ეცნობა. ენუქიძე სტიქიის ზონაში იმყოფება.

მაჟორიტარი დეპუტატის სამდივნოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, რეგიონში მობილიზებულია სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენიც, რომლის საშუალებითაც, მდგომარეობის ობიექტური შეფასებისთვის, ზემოდან დათვალიერდა თაბორის ტყე და მისი მიმდებარე ტერიტორია.

„ვხელმძღვანელობთ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის რეკომენდაციებით და ყველა საჭირო ღონისძიება დროულად იქნება გატარებული. ამასთან, მოვუწოდებ მოსახლეობას, გამოიჩინონ სიფრთხილე, რათა თავიდან ავიცილოთ ხანძრის გავრცელებით გამოწვეული, როგორც ადამიანური, ისე მატერიალური ზიანი“, - აცხადებს გოჩა ენუქიძე.

მაჟორიტარი დეპუტატის სამდივნოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ონისა და ცაგერის მუნიციპალიტეტებში ხანძარი მძვინვარებს. მათივე ცნობით, სოფელ ონჭევში, წოლის, ჩქუმისა და თაბორის ტყეში, ცეცხლი ეკალ-ბარდებს, გამხმარ ფოთლებსა და შერეულ მცენარეულობას უკიდია. ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართულია ადგილობრივ მეხანძრე-მაშველთა რაზმები, თუმცა ძლიერი ქარი სიტუაციას ართულებს და ახალი კერების გავრცელებას უწყობს ხელს.

პირველადი, ინფორმაციით ხანძრის გავრცელების არეალი ონში 5, ხოლო ცაგერის მუნიციპალიტეტში 15 ჰექტარზე მეტია.

ლევან ლორთქიფანიძე - დამოუკიდებლობის დღეს ვხვდებით შფოთით, ბრაზით, არასტაბილურობის შეგრძნებით და ბუნდოვანი მომავლით
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
სტეპან  გრიგორიანი - ლავროვის გზავნილი სომეხი ხალხისთვის ასეთი იყო - რუსეთი უკრაინაში ბოლომდე იბრძოლებს, თქვენ კი გაფრთხილებთ - თუ  გააგრძელებთ ევროკავშირთან ინტეგრაციას, კარგ დღეში თქვენც არ იქნებით
„ბრიტანულ ქართული აკადემიის“ დამფუძნებლები „საქართველოს კაპიტალის“ ლონდონის საფონდო ბირჟიდან გარიცხვას ითხოვენ
შპს „წინანდლის ვენახები“ განცხადებას ავრცელებს
მორიგი მნიშვნელოვანი პარტნიორობა უძრავი ქონების ბაზარზე
ისარგებლე „სილქნეტის“ 90-დღიანი პაკეტებით მთელი ზაფხული
გადაიხადეთ SOLO MASTERCARD World Elite ბარათით Dressup.ge-ზე და მიიღეთ 40%-იანი „ქეშბექი“
„ფავორიტი სტილის“ ახალი შენობა და ტექნოლოგიური განახლება - კომპანია ახალ ეტაპზე გადადის