ვაშინგტონში „კომენდანტის საათი“ გამოცხადდა, დონალდ ტრამპმა მომხრეებს მოუწოდა, "ეს დღე სამუდამოდ დაიმახსოვრონ"

ვაშინგტონში “კომენდანტის საათი” ძალაში შევიდა, თუმცა, ქალაქის ქუჩებში კვლავ რჩებიან ადამიანები. ვაშინგტონის მერის მიურეილ ბოუზერის განცხადებით, “კომენდანტის საათი” მოქმედებს ადგილობრივი დროით 18:00 საათიდან დილის 6:00 საათამდე.

ქვეყნის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მომხრეებისადმი ვიდეომიმართვის შემდეგ, დაახლოებით ერთ საათში, მათ კვლავ მოუწოდა დაშლისა და სახლებში წასვლისკენ.

„არის მოვლენები, რომლებიც ხდება, როდესაც არჩევნებზე გამარჯვებას ასე უცერემონიოდ და აგრესიულად ართმევენ უდიდეს პატრიოტებს, რომლებსაც დიდი ხნის განმავლობაში ცუდად და უსამართლოდ ექცეოდნენ. წადით სახლში სიყვარულითა და მშვიდობით. დაიმახსოვრეთ ეს დღე სამუდამოდ!“ - წერს ტრამპი „ტვიტერში“.

ცნობისთვის, დონალდ ტრამპის მომხრეები კაპიტოლიუმში შეიჭრნენ, სადაც კონგრესის გაერთიანებული სხდომა მიმდინარეობდა. სესიაზე ამომრჩეველთა კოლეგიის ხმის მიცემის შედეგები უნდა დაემტკიცებინათ.

ემილ ავდალიანი - რუსეთს საერთაშორისო ასპარეზზე აზერბაიჯანის დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოება არ აწყობს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.07.2025
სტრატეგიული ბიზნეს რეთრითი შალვა ახრახაძესთან ერთად - იმისთვის, რომ შემდეგ მეტი შეძლო, ხანდახან საჭიროა გაჩერდე
ბიქეი ჰოლდინგმა გიორგი ნატროშვილი თეთრი კვადრატის გენერალურ დირექტორად დანიშნა, რომელიც ინოვაციური მიდგომების დანერგვასა და საერთაშორისო ბაზრების ათვისებაზე გააკეთებს აქცენტებს
„მხურვალე ზაფხული აპექსში“ - ბინა საბურთალოზე უპრეცედენტო ფასად
ლიდერი არომათერაპიის სფეროში, ფრანგული პრემიუმ ბრენდი - ფიურესენშელი Puressentiel უკვე PSP-შია