დავით ზილფიმიანი განცხადებას ავრცელებს

„პატრიოტთა ალიანსის“ სიით პარლამენტში შესული დეპუტატი დავით ზილფიმიანი განცხადებას ავრცელებს.

განცხადებაში ზილფიმიანი ჟურნალისტ ნინო ჯანგირაშვილს პასუხობს. „ინტერპრესნიუსი“ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„ქალბატონო ნინო,

თქვენს პოსტს გავეცანი, „იმედის“ არხზე, გაოცებული ვარ თქვენი ჩემდამი შეურაცხყოფით. ყოველთვის თქვენი ხელშემწყობი ვიყავი, ყველა სატელევიზიო ტექნიკურ საკითხში და ეტყობა, უმადურობას აღარ აქვს საზღვარი.

მე ყოველთვის მედიისა და ჟურნალისტების ინტერესებს ვიცავდი და კვლავაც გავაგრძელებ, და თქვენ მათ რიგებს აღარ მიეკუთვნებით, იმ ცილისწამებისა და შეურაცხყოფისთვის, რაც დაუმსახურებლად მომაყენეთ; და თქვენ მიმართ ვიხსნი ყოველგვარ ლოიალობას, რადგან ამიერიდან თქვენ ვეღარ გეწოდებათ ჟურნალისტი, რაც თქვენივე ქმედებამ განაპირობა.

თქვენ აუცილებლად უნდა წარადგინოთ ფაქტები და მტკიცებულებანი სასამართლოსა და ყველა სხვა ინსტიტუციაში, რომლებსაც აუცილებლად მივმართავ, იმ ცილისმწამებლურ დანაშაულზე, რაც ჩაიდინეთ.

შეგახსენებთ, „ცუდას რად უნდა მტერობა,

კარგია მუდამ მტრიანი".

იმედია, ავტორი იცით.

ეს შობის ღამეს მოხდა და ცილისმწამებლისთვისაც არ მენანება შობის ბრწყინვალე დღესასწაულის მილოცვა.

გილოცავთ.

ნაკლებად მჯერა, რომ შეძლებთ ამ წერილის თქვენს ცილისმწამებლურ საიტზე განთავსებას, ფეისბუქში.

მომავალ შეხვედრამდე, ჩემს ადვოკატებთან.

კახური პირდაპირობა არ მაძლევს ფარული ქმედებების განხორციელებას, თქვენგან განსხვავებით.

თქვენდამი ყოველგვარი პატივისცემის გარეშე,“ - ნათქვამია დავით ზილფიმიანის განცხადებაში.

(R)

ისრაელის ელჩი - საქართველოს ყველა მეგობრისთვის 5 ივლისის მოვლენები აბსოლუტურად შოკისმომგვრელი იყო
ქართული პრესის მიმოხილვა 29.07.2021
კახა გოგოლაშვილი - როცა სტაბილიზაციისკენ მიმართული ნებისმიერი კონსტრუქცია ინგრევა, იქ სამოქალაქო დაპირისპირების საფრთხეც არსებობს
გიორგი ხვედელიანი - ვადამდელი არჩევნების დანიშვნას მიშელის ხელშეკრულება კი არა, ქართველი ხალხის ნება გადაწყვეტს
კომპანია "იორკ თაუერსმა" დავით ტურაშვილთან ერთად ახალი კამპანია წამოიწყო
"სამსუნგის" Bespoke მაცივარი - შექმნილია შენთვის, შენ მიერ (R)
GIZ-ის მხარდაჭერით დაგეგმილია გარემოს ეროვნული სააგენტოს ხელშეწყობა თანამედროვე მონიტორინგული სისტემების დანერგვის პროცესში
„ნიკოს ეზო“ და „ფარდაგები რაჭიდან“ - Social Impact Award-ის ფინალისტები საგანმანათლებლო სფეროდან