დონალდ ტრამპი - ახალი ადმინისტრაციის ინაუგურაცია 20 იანვარს ჩატარდება, ახლა ჩემი ყურადღება ძალაუფლების შეუფერხებლად გადაცემის უზრუნველყოფაზეა გამახვილებული

კონგრესმა არჩევნების შედეგები დაადასტურა, ახალი ადმინისტრაციის ინაუგურაცია 20 იანვარს გაიმართება, - ამის შესახებ აშშ-ის მოქმედმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ახალ ვიდეო მიმართვაში განაცხადა.

მისი თქმით, ხელისუფლების შეუფერხებლად გადაცემის პროცესი შერიგებას მოითხოვს.

“ახლა ჩემი ყურადღება ძალაუფლების შეუფერხებლად და მოწესრიგებულად გადაცემის უზრუნველყოფაზეა გამახვილებული. ეს მომენტი მოითხოვს კონსოლიდირებასა და შერიგებას," - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

მოქმედმა პრეზიდენტმა ვაშინგტონში განვითარებულ მოვლენებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მომხდარით აღშფოთებულია.

„ისევე როგორც თითოეული ამერიკელი, ძალადობითა და უკანონო ქმედებით აღშფოთებული ვარ. შეერთებული შტატები იყო და ყოველთვის უნდა იყოს კანონისა და წესრიგის ქვეყანა. კაპიტოლიუმში შეჭრილმა დემონსტრანტებმა შებღალეს ამერიკული დემოკრატიის ადგილსამყოფელი. მივმართავ მათ, ვინც ძალადობასა და ნგრევაში მონაწილეობდა : თქვენ არ წარმოადგენთ ჩვენს ქვეყანას და მათ, ვინც კანონი დაარღვია: თქვენ ამისთვის გაზღვევინებენ,“- აღნიშნა დონალდ ტრამპმა.

შეგახსენებთ, ოთხშაბათს, როდესაც კონგრესი საპრეზიდენტო არჩევნებში ჯო ბაიდენის გამარჯვების ოფიციალურად დასამტკიცებლად შეიკრიბა, დონალდ ტრამპის მხარდამჭერები კაპიტოლიუმში შეიჭრნენ. მომხდარი არეულობის შედეგად 4 ადამიანი გარდაიცვალა.

იხილეთ ვიდეო: დონალდ ტრამპი - ახლა ჩემი ყურადღება ძალაუფლების შეუფერხებლად გადაცემის უზრუნველყოფაზეა გამახვილებული

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ