ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - გაგრის რაიონში ხანძრის ძირითადი კერა დაშლილია

„აფხაზეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს მეხანძრეებმა ლოკალური ხანძრების ლიკვიდაცია მთელი ქვეყნის მასშტაბით მოახერხეს“, - ამის შესახებ ინფორმაციას ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგანგებო სიტუაციების სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, გაგრის რაიონში, დაახლოებით ექვსი ჰექტარი ფართობი დაიწვა.

„გაგრაში ხანძარი საცხოვრებელ სახლებს მიუახლოვდა. ხანძრის ჩასაქრობად გაგრის რაიონის ოთხი სახანძრო და ერთი სამაშველო განყოფილების და სოხუმის სახანძრო განყოფილების თანამშრომლები გაიგზავნა. 8 იანვრის დილისთვის გაგრის რაიონში ხანძრის ძირითადი კერის დაშლა მოხერხდა, ალის ნაწილი მაღალმთიან ნაწილში გადავიდა,“ - აცხადებენ ე.წ. სამინისტროში.

მათივე ინფორმაციით, გუშინ ლოკალური ხანძრების ლიკვიდაცია გუდაუთისა და ოჩამჩირის რაიონების სამ სოფელშიც განხორციელდა.

„დღეს დილით მივიღეთ შეტყობინება ქალაქ ტყვარჩელში გაჩენილი ხანძრის შესახებ. მიუხედავად იმისა, რომ მეხანძრეებმა ოპერატიულად იმოქმედეს, ხანძრის შედეგად საცხოვრებელი სახლი მთლიანად დაიწვა,“ - აღნიშნულია ე.წ. საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ინფორმაციაში.

იხილეთ ვიდეო: ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - გაგრის რაიონში ხანძრის ძირითადი კერა დაშლილია

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა