დე ფაქტო აფხაზეთი - ტყეების ხანძრებთან დაკავშირებული სიტუაცია ასლან ბჟანიამ პირად კონტროლზე აიყვანა

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ ტყეების ხანძრის ჩაქრობასთან დაკავშირებული სიტუაცია პირად კონტროლზე აიყვანა, - ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ბჟანიას პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ე.წ. პრეზიდენტი მუდმივ კონტაქტშია იმ რაიონების ხელმძღვანელებთან, სადაც ტყეები იწვის.

„პრეზიდენტმა რეგიონების ხელმძღვანელებს, საჭიროების შემთხვევაში, მოქალაქეების ევაკუაციის ორგანიზება დაავალა,“ - აცხადებენ ე.წ. „პრეზიდენტის“ პრესსამსახურში.

შეგახსენებთ, ოკუპირებული აფხაზეთის რამდენიმე რაიონში ძლიერ ხანძარს ებრძვიან. გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ გაგრაში ტყის მასივში გაჩენილი ხანძარი საცხოვრებელ სახლებს უახლოვდება. როგორც ე.წ. სამაშველო სამსახურის წარმომადგენელმა განაცხადა, ცეცხლი საცხოვრებელი სახლებიდან 150 მეტრშია.

იხილეთ ვიდეო: დე ფაქტო აფხაზეთი - ტყეების ხანძრებთან დაკავშირებული სიტუაცია ასლან ბჟანიამ პირად კონტროლზე აიყვანა

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა