ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე ხანძრის ახალი კერები ჩნდება

ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე ხანძრის ახალი კერები ჩნდება. ლოკალური ხანძარი დაფიქსირდა სოფელ ბზიფში. ამის შესახებ „სპუტნიკს“ გაგრის რაიონის ხანძარსაწინააღმდეგო რაზმის ხელმძღვანელმა დავით ბგანბამ განუცხადა.

მისი თქმით, ცეცხლის ჩასაქრობად ადგილზე ორი სახანძრო ბრიგადა მუშაობს.

გაგრაში ხანძარს უკვე რამდენიმე დღეა ებრძვიან. წუხელ, სტიქია საცხოვრებელ სახლებს ას მეტრამდე მიუხლოვდა, რომელიც მეხანძრეებმა ჩააქრეს.

ბგანბას ინფორმაციით, დღეს საღამოსთვის საცხოვრებელი სახლების მიმართულებით ცეცხლის გავრცელების საფრთხე არ არსებობს.

დღესვე ცნობილი გახდა, რომ ხანძარი დაფიქსირდა ახალი ათონის მახლობლად ტყეშიც. ცეცხლს ებრძვიან სატყეო დაცვის თანამშრომლები და ადგილობრივები.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს