ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 148 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 4 ადამიანი გარდაიცვალა

ოკუპირებულ აფხაზეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 148 ახალი შემთხვევა გამოვლინდა,- ამის შესახებ ინფორმაციას ე.წ. ოპერატიული შტაბი ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსზე ტესტი 543 ადამიანს ჩაუტარდა.

ამასთან, აფხაზეთში, 6 იანვრიდან კიდევ 4 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა.

ამ დროისთვის გუდაუთის საავადმყოფოში კოვიდ 19-ის დიაგნოზით 74 პაციენტია მოთავსებული. 26 ადამიანი მძიმე მდგომარეობაშია, 19 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა კი საშუალო სიმძიმისაა.

სოხუმის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსის დადასტურებული დიაგნოზით 36 პაციენტია მოთავსებული, ოჩამჩირის საავადმყოფოში - 15, ტყვარჩელში - 15, გაგრის საავადმყოფოში - 30 პაციენტი, საველე სამხედრო ჰოსპიტალში კი - 43.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 9 613 შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 140 პაციენტი, 7 224 ადამიანი კი გამოჯანმრთელდა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა