დე ფაქტო ხელისუფლება - ძველი გაგრის ტერიტორიაზე ხანძრის ახალი კერა გაჩნდა, მაშველები და ადგილობრივი მოსახლეობა ხანძრის ჩაქრობას ცდილობს

დილით ძველი გაგრის ტერიტორიაზე ხანძრის ახალი კერა გაჩნდა, იქ ტექნიკისთვის მიუდგომელი ადგილია და ხანძრის ჩაქრობას მაშველები და ადგილობრივი მცხოვრებლები ცდილობენ, - ამის შესახებ ოკუპირებული გაგრის ე.წ. სახანძრო-სამაშველო შტაბის უფროსმა დავით ბგანგამ განაცხადა. მისივე თქმით, ხანძარი, რომელიც წინა დღეებში გაგრაში საცხოვრებელ სახლებს ას მეტრამდე მანძილით მიუახლოვდა, გასულ ღამეს ჩააქრეს.

„ღამემ მშვიდად ჩაიარა. ცეცხლის რამდენიმე კერა ჩავაქრეთ, მაგრამ დილით ძველი გაგრის რაიონში ახალი ალი გაჩნდა და ის ვრცელდება. ტექნიკისთვის მიუდგომელი ადგილია, მაშველები და ადგილობრივი მოსახლეობა ხანძრის ჩაქრობას საკუთარი ხელებით ცდილობს“, - განაცხადა დავით ბგანგამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა