აფხაზეთის ე.წ. საგანგებო სიტუაციების მინისტრი - საქართველოს დახმარება ჩვენთვის მიუღებელია, რუსეთისგან დახმარების თხოვნის საჭიროება არ დგას

საქართველოს დახმარება ჩვენთვის მიუღებელია, - ამის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგანგებო სიტუაციების მინისტრმა ლევ კვიცინიამ გამოცემა „ეხო კავკაზთან“ ინტერვიუში განაცხადა.

„თქვენგან მესმის პირველად, რომ საქართველო დახმარებას გვთავაზობს, საქართველოს დახმარება ჩვენთვის მიუღებელია, ამიტომ ეს გამოგონილია. არანაირი მოლაპარაკებები, არანირი მცდელობები არ ყოფილა და ვერ იქნება, ქართველებთან ჩვენ არასდროს არანაირი კონტაქტი არ გვქონია“, – განაცხადა კვიცინიამ.

ამასთან, კითხვაზე, მიმართა თუ არა დე ფაქტო ხელისუფლებამ დახმარებისთვის რუსეთს, კვიცინიამ უპასუხა, რომ ამის საჭიროება არ არსებობს.

„ამის საჭიროება არ არის, დასახლებულ პუნქტებს საფრთხე არ ემუქრება. განვმარტავ, ავიაციის მუშაობის ერთი დღე, ეს დაახლოებით 50 ტონა საწვავია, ასეთი რაოდენობის საწვავი ჩვენ არ გვაქვს, ეს შეუძლებელია. ეს აბსოლუტურად მიუწვდომელი თანხებია ჩვენი ქვეყნისთვის. ჩემთვის არაფერია ვერტმფრენის ჩამოყვანა, დავწერ, მოვითხოვ და შემდეგ? რით შევავსებ მას? ის გაფრინდება სოჭში საწვავის შესავსებად და სანამ იქ ჩავა, საწვავი დაუმთავრდება“, – აღნიშნა მან.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა