გაგრაში ხანძრის ჩაქრობა ამ დრომდე ვერ ხერხდება

გაგრაში ხანძრის ჩაქრობა ჯერ კიდევ ვერ ხერხდება. ამის შესახებ სააგენტო „სპუტნიკს“ სახანძრო-სამაშველო რაზმის გაგრის შტაბის ხელმძღვანელმა, დავით ბგანბამ განუცხადა.

„ხანძრები ჯერ არ ჩამქრალა, რადგან ეს არის ტყის მასივი - დიდი ტერიტორია. თუმცა, საცხოვრებლ სექტორს არაფერი ემუქრება. წვიმა დიდად ვერ დაგვეხმარა, მხოლოდ ცოტა შეამცირა გავრცელების სიჩქარე“, - განაცხადა ბგანბამ.

მისივე თქმით, ამ დროისთვის ხანძრის მასშტაბზე საუბარი ნაადრევია, მაგრამ, დაახლოებით, ეს 100 ჰექტარია.

ამჟამად ხანძარია გაგრაში, კერძოდ მამზიშხას მთაზე, ყველა დანარჩენ ადგილზე კი ჩამქრალია.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა