ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - წვიმის შედეგად, ხანძრის ყველა კერა ჩამქრალია

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ინფორმაციით, ხანძრის ყველა კერა ჩამქრალია. „წვიმის შედეგად, აფხაზეთში ხანძრის ყველა კერა ჩამქრალია. როგორც მინისტრმა აღნიშნა, ვითარება მართვადი და კონტროლირებადი იყო. დღეს ხანძარი გაჩნდა ოჩამჩირის რაიონშიც, თუმცა ისიც ჩამქრალია“, - განაცხადა ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგანგებო სიტუაციების სამინისტროს პრესმდივანმა რომან ლაბიამ და აღნიშნა, რომ ჯერ კიდევ არაა დაზუსტებული, რა ფართობია დამწვარი ხანძრის შედეგად.

აღსანიშნავია, რომ ბოლო დღეების განმავლობაში ყველაზე მძიმე ვითარება გაგრაში იყო, სადაც ხანძარი დასახლებულ პუნქტებსაც მიუახლოვდა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო