კოვიდინფიცირებული ალექსანდრე ანქვაბის ჰოსპიტალიზაციის გამო ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრემიერ-მინისტრის მოვალეობას ვლადიმირ დელბა შეასრულებს

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრემიერ-მინისტრის მოვალეობას ე.წ. ვიცე-პრემიერი და ფინანსთა მინისტრი ვლადიმირ დელბა შეასრულებს, - ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, შესაბამის განკარგულებას დე ფაქტო „პრეზიდენტმა“ ასლან ბჟანიამ მოაწერა ხელი.

ცნობისთვის, ალექსანდრე ანქვაბს კორონავირუსი 30 დეკემბერს დაუდასტურდა, 4 იანვარს ის გუდაუთის საავადმყოფოში გადაიყვანეს. დე ფაქტო ხელისუფლების ინფორმაციით, ექიმებმა გართულებების თავიდან აცილების მიზნით ე.წ. „პრემიერის“ რუსეთში გადაყვანის გადაწყვეტილება მიიღეს. ალექსანდრე ანქვაბი 8 იანვარიდან ინტენსიური თერაპიის კურსს რუსეთის ფედერალურ მედიკო–ბიოლოგიურ სააგენტოში გადის.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა