ირაკლი ღარიბაშვილი - ირაკლი კობახიძე არის გამორჩეულად ნიჭიერი ახალგაზრდა კაცი - ერთსულოვნად დავუჭერთ მხარს მის კანდიდატურას

საქართველოს თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ირაკლი კობახიძის კანდიდატურას პარტიის თავმჯდომარის პოსტზე პოლიტსაბჭოს წევრები მხარს ერთსულოვნად დაუჭერენ. ამის შესახებ ღარიბაშვილმა „ქართული ოცნების“ ოფისში ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, კობახიძე გუნდში კომპეტენციით გამოირჩევა.

ირაკლი კობახიძე არის გამორჩეულად ნიჭიერი ახალგაზრდა კაცი, რომელიც თავისი კომპეტენციით იურისპრუდენციაში, კონსტიტუციონალებში გამოირჩევა ჩვენს გუნდში. უკვე არაერთი წელია ირაკლი კობახიძე არის ჩართული ჩვენი პარტიის საქმიანობაში. მოგეხსენებათ, რომ ის მანამდე იყო პარტიის აღმასრულებელი მდივანი და ყოველდღიურად იყო ჩართული საქმიანობაში. რა თქმა უნდა, ჩვენ ერთსულოვნად დავუჭერთ მხარს მის კანდიდატურას“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

ცნობისთვის, დღეს პარტია „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა პარტიიდან და პოლიტიკიდან წასვლის შესახებ განაცხადა. პარტიის თავმჯდომარის პოსტზე ირაკლი კობახიძე არის წარდგენილი. „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ყრილობა 16 იანვარს ჩატარდება.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა