ირაკლი ღარიბაშვილი - ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილება ადასტურებს, რომ მას არასდროს მართავდა ძალაუფლება, როგორც ეს მმართველების შემთხვევაში ყოფილა

ბიძინა ივანიშვილის დღევანდელი გადაწყვეტილება ადასტურებს იმას, რომ მას არასდროს მართავდა ძალაუფლება, როგორც ეს მმართველების შემთხვევაში ყოფილა, - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, ბიძინა ივანიშვილის ღვაწლსა და პოლიტიკაში ყოფნას დაფასება სჭირდება.

„პირველ რიგში, რა თქმა უნდა, მინდა აღვნიშნო ის, რომ შეუძლებელია, ერთ კომენტარში ჩაატიო და შეაფასო ის დიდი ღვაწლი და ის დიდი სიკეთე, რომელიც ბატონი ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში მოსვლამ მოიტანა. ალბათ, უნდა გაიმიჯნოს მისი ქველმოქმედების საქმიანობა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში და მისი პოლიტიკური მოღვაწეობა. ადამიანი, რომელმაც გადადგა უპრეცედენტო ნაბიჯი და კიდევ ერთხელ დაგვიტოვა, გვაჩვენა და გვასწავლა უმაღლესი სტანდარტი სახელმწიფოებრივი ქცევის, რა თქმა უნდა, საჭიროებს მადლიერების გამოხატვას პირველ რიგში და რაც მთავარია, მთელ მის მოღვაწეობას სჭირდება მრავალი წელი იმისთვის, რომ ჩვენმა ხალხმა კიდევ ერთხელ კარგად შევაფასოთ და შემდეგ დავაფასოთ მისი ეს საქმიანობა.

რა თქმა უნდა, ყველასთვის ცნობილია, რომ ძალაუფლება არის ყველაზე დიდი გამოწვევა და ცდუნება, რომელიც შეიძლება ადამიანს გამოსცადოს. ბიძინა ივანიშვილის დღევანდელი გადაწყვეტილება ადასტურებს იმას, რომ მას არასდროს მართავდა ძალაუფლება, როგორც ეს მმართველების შემთხვევაში ყოფილა. ჩვენ არაერთი ისტორია ვიცით კაცობრიობის არსებობის მანძილზე, მისი დღევანდელი გადაწყვეტილება ადასტურებს იმას, რომ იგი თავად მართავდა ამ ძალაუფლებას და თავად განაცხადა მან უარი. უპრეცედენტო გამარჯვების შემდეგ, ჩვენ თუ გადავხედავთ ახალგაზრდა დემოკრატიის თანამედროვე ისტორიას, ამ 30 წლის განმავლობაში, მაგალითი და პრეცედენტი არ მოიძებნება, ადამიანს გაემარჯვოს მესამე ვადით, ხელისუფლებაში დარჩა და ამის შემდეგ თავად, საკუთარი ნებით და საკუთარი სურვილით განაცხადა უარი. ამ ფენომენს კარგად დაფიქრება, შეფასება და დაფასება სჭირდება, რისიც ძალიან მჯერა. ადამიანი 20 წელზე მეტია საკუთარ ქვეყანას და ხალხს ემსახურება, როგორც საკუთარი პირადი ფინანსური რესურსებით, ისე მისი პოლიტიკური მოღვაწეობით და საზოგადოებას შევახსენებ, რომ არა ბიძინა ივანიშვილი ვერ გათავისუფლდებოდა იმ მჩაგვრელი, მოძალადე რეჟიმისგან, რომელიც სულ რაღაც 9 თუ 10 წლის წინ ქვეყანაში იყო დამყარებული. აქედან გამომდინარე, ვუერთდები ჩემი კოლეგების შეფასებებს“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა