კრემლი - ვლადიმერ პუტინმა, ილჰამ ალიევმა და ნიკოლ ფაშინიანმა მთიან ყარაბაღში ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარების შესახებ ახალ შეთანხმებას ხელი მოაწერეს

ვლადიმერ პუტინმა, ილჰამ ალიევმა და ნიკოლ ფაშინიანმა მთიან ყარაბაღში ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარების შესახებ ახალ შეთანხმებას ხელი მოაწერეს - ამ ინფორმაციას რუსული მედია კრემლზე დაყრდნობით ავრცელებს.

შეხვედრის დასრულების შემდეგ ვლადიმერ პუტინმა კოლეგებთან შეხვედრას სასარგებლო და მნიშვნელოვანი უწოდა.

მისი თქმით, აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერები შეთანხმდნენ, რომ ნაკისრ ვალდებულებებს შეასრულებენ.

„ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად ჩამოყალიბდება სამუშაო ჯგუფი, რომელსაც სამი ქვეყნის ვიცე-პრემიერები ჩაუდგებიან სათავეში. დარწმუნებული ვარ, რომ ამ შეთანხმების რეალიზაცია სარგებელს მოუტანს მთლიანად რეგიონს“, - განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.

ლევან ალაფიშვილი - საპარლამენტო საგამოძიებო კომისია ვერ ჩაანაცვლებს ვერც პროკურატურის გამოძიებას და ვერც სასამართლოს, სარჩელზე დართული წულუკიანის კომისიის დასკვნის ლეგიტიმურობა საეჭვოა და კანონდარღვევის დასადგენად ვერ გამოდგება
ქართული პრესის მიმოხილვა 22.10.2026
საქართველოში ავსტრიის ეროვნული დღე და ავსტრიის წარმომადგენლობის 10 წლის იუბილე გაიმართა
სილქნეტი საქართველოში NVIDIA-ს ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურას დანერგავს