ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 179 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 1 ადამიანი გარდაიცვალა

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 179 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 1 ადამიანი გარდაიცვალა

ოკუპირებულ აფხაზეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 179 ახალი შემთხვევა გამოვლინდა,- ამის შესახებ ინფორმაციას ე.წ. ოპერატიული შტაბი ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსზე ტესტი 528 ადამიანს ჩაუტარდა.

ამასთან, აფხაზეთში, კიდევ ერთი კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა.

ამ დროისთვის გუდაუთის საავადმყოფოში კოვიდ 19-ის დიაგნოზით 91 პაციენტია მოთავსებული. 29 ადამიანი მძიმე მდგომარეობაშია, 46 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა კი საშუალო სიმძიმისაა.

სოხუმის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსის დადასტურებული დიაგნოზით 35 პაციენტია მოთავსებული, ოჩამჩირის საავადმყოფოში - 22, ტყვარჩელში - 15, გაგრის საავადმყოფოში - 32 პაციენტი, საველე სამხედრო ჰოსპიტალში კი - 50.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 9 961 შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 142 პაციენტი, 7 506 ადამიანი კი გამოჯანმრთელდა.