გიგი წერეთელი მიიჩნევს, რომ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლა უფრო შეამცირებს მმართველი პარტიის მხარდაჭერას და გაზრდის ოპოზიციურ ელექტორატს

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, გიგი წერეთელი მიიჩნევს, რომ ბიძინა ივანიშვილიპოლიტიკიდან წასვლა კიდევ უფრო შეამცირებს მმართველი პარტიის მხარდაჭერას და გაზრდის ოპოზიციურ ელექტორატს.

მისი ვარაუდით, „სიღარიბის ზრდისა და ერთპარტიული პარლამენტის პირობებში, შიდა და საგარეო ზეწოლა მნიშვნელოვნად მოიმატებს, რაც ივანიშვილის გუნდის ხელისუფლებიდან წასვლას დააჩქარებს“.

„ივანიშვილი კარგად აცნობიერებს, რომ ხელისუფლების ცვლილება გარდაუვალია, ამიტომაც ფორმალურად დისტანცირებს პარტიისა და პოლიტიკური აქტივობისგან. პრაგმატულად არჩია ახლა გადაედგა ეს ნაბიჯი და არა მაშინ, როდესაც მისი პარტია დამარცხდება და მისი პირადი რისკებიც გაიზრდება. მისი ქონების გადალაგების ძალიან დაჩქარებული პროცესიც ამის ინდიკატორია. ამ რთულ ვითარებაში, რაც დღეს საქართველოშია, ეკონომიკურად, პანდემიის, პოლიტიკური პოლარიზაციის და დემოკრატიული უკუსვლის გათვალისწინებით, ხელისუფლების რეალური პირველი პირის ოფიციალური განდგომა, პასუხისმგებლობის თავიდან არიდებად და მოსალოდნელი მარცხის ნიშნად ჩათვლის მოსახლეობის დიდი ნაწილი, მათ შორის „ოცნების“ მხარდამჭერებიც, ვისთვისაც სწორედ ივანიშვილი იყო ხელისუფლების სიმყარის გარანტი. ეს ნაბიჯი კიდევ უფრო შეამცირებს მმართველი პარტიის მხარდაჭერას და გაზრდის ოპოზიციურ ელექტორატს. ფაქტია, რომ ის არაფორმალურ მართვას განაგრძობს და პარტიის ახალი პოლიტსაბჭოს შემადგენლობაც ამაზე მეტყველებს. თუმცა, ეს ვითარება მაინც ძალიან განსხვავებული იქნება ფსიქოლოგიურადაც და პრაქტიკულადაც, მითუმეტეს, სიღარიბის ზრდისა და ერთპარტიული პარლამენტის პირობებში, შიდა და საგარეო ზეწოლა მნიშვნელოვნად მოიმატებს, რაც ივანიშვილის გუნდისთვის ამგვარი კონფიგურაციისა და მართვის პირობებში, ხელისუფლებიდან წასვლას დააჩქარებს“, - აცხადებს წერეთელი.

ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი თანამდებობას ტოვებს და პოლიტიკიდანაც მიდის. პარტიას ირაკლი კობახიძე უხელმძღვანელებს

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა