გია ვოლსკი - ირაკლი კობახიძეს აქვს ყველა თვისება, რომ პარტიის თავმჯდომარედ მხარდაჭერა ჰქონდეს

ირაკლი კობახიძეს აქვს ყველა თვისება, როგორც ადამიანური, ასევე პროფესიონალური, რათა მხარდაჭერა ჰქონდეს, - ასე აფასებს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი პარტია “ქართული ოცნების“ თავმჯდომარედ ირაკლი კობახიძის წარდგენას.

“გუნდი ამას მხოლოდ იმიტომ არ ამბობს, რომ პოლიტსაბჭოზე მიღებულია გადაწყვეტილება. ეს გამომდინარეობს თავად ირაკლი კობახიძის დამოკიდებულებით საკითხებისა და ქვეყნის მიმართ. საქმეებმა უნდა ილაპაკარაკონ პოლიტსაბჭოზე ირაკლი კობახიძეზეც და საბჭოს ნებისმიერ სხვა წევრზე. ეს საქმეები ნამდვილად არის გამორჩეული და პოზიტიური“, - განუცხადა ჟურნალისტებს გია ვოლსკიმ.

“ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პოსტზე ბიძინა ივანიშვილს პარტიის აღმსარულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე შეცვლის. პარტიის ყრილობა 16 იანვარს გაიმართება.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა