აფხაზეთში კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვები 10 თებერვლამდე გახანგრძლივდა

აფხაზეთის ოკუპირებულ რეგიონში კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვები 10 თებერვლამდე გახანგრძლივდა, - ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ე.წ. „პრეზიდენტმა“ შესაბამის განკარგულებას ხელი უკვე მოეწერა. შეზღუდვების ფარგლებში აფხაზეთში აიკრძალულია: სკოლამდელი და ზოგადსაგანმანათლებლო ორგანიზაციების საქმიანობა, საქორწილო, სადღესასწაულო და სხვა მასობრივი ღონისძიებების ჩატარება საბანკეტო დარბაზებსა და საზოგადოებრივი კვების სხვა ობიექტებში, დახურულ სივრცეებში მასობრივი სპორტული, საქმიანი, გასართობი და სადღესასწაულო ღონისძიებების ჩატარება, კულტურული დაწესებულებების საქმიანობა (თეატრების, მუზეუმების, ბიბლიოთეკების, კულტურული ცენტრების, საკონცერტო და საგამოფენო დარბაზების), ფიტნეს ცენტრების, სპორტული დარბაზების, საცურაო აუზების, სპა სალონებისა და საუნების საქმიანობა, ბავშვთა სათამაშო ცენტრების, კომპიუტერული ოთახების, ბოულინგების და სხვა გასართობი და რეკრეაციული ობიექტების საქმიანობა.

ბრძანება აფხაზეთის ტერიტორიაზე მყოფ პირებს მასობრივი თავშეყრის ადგილებში, საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და ტაქსებში პირადი დამცავი საშუალებების გამოყენებას ავალდებულებს.

ცნობისათვის, პანდემიის დაწყებიდან დღემდე ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 9 961 შემთხვევაა დაფიქსირებული, აქედან გარდაიცვალა 142 პაციენტი, 7 506 ადამიანი კი გამოჯანმრთელდა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს