ეკა ბესელია - ივანიშვილი შეეცდება სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიებთან თანამშრომლობის გზები მოძებნოს, მათში ჩადოს გარკვეული რესურსი

ივანიშვილი შეეცდება სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიებთან თანამშრომლობის გზები მოძებნოს, მათში ჩადოს გარკვეული რესურსი, - ამის შესახებ პარტია „სამართლიანობისთვის“ ლიდერმა ეკა ბესელიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.

როგორც ბესელია აცხადებს, ივანიშვილი სულ ცდილობდა გარკვეული გავლენები „ქართული ოცნების“ მიღმაც ჰქონოდა.

„ის ხედავს, რომ კოალიციური მმართველობა გარდაუვალია. სხვათაშორის ის ამას ელოდებოდა 2020 წლის არჩევნებზეც. მასაც კი არ ჰქონდა მოლოდინი, რომ თავად ამდენს გაბედავდნენ და ამდენი გაუვიდოდათ, მაგრამ გამოუვიდათ. ივანიშვილი შეეცდება გააგრძელოს, სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიებთან თანამშრომლობის გზები მოძებნოს. მათში ჩადოს გარკვეული რესურსი, ის ამას სულ აკეთებდა. სულ ცდილობდა გარკვეული გავლენები „ქართული ოცნების“ მიღმაც ჰქონოდა. ამას ის ახლა უფრო მეტად შეეცდება“ ,- განაცხადა ეკა ბესელიამ.

მისივე თქმით, „მას ნამდვილად აქვს დისკომფორტი პოლიტიკაში ყოფნით“, თუმცა მას გავლენებისგან დისტანცირება არ შეუძლია.

„მაგრამ მას არ შეუძლია გავლენებისგან დისტანცირება. ვერ დავიჯერებ, რომ როგორც კი გააცნობიერებს, რომ ისეთი გავლენები შეიძლება, აღარ ჰქონდეს, როგორიც ჰქონდა, ამას შეეგუოს. სულ ეცდება, რომ რაღაცა პროცესებზე გარკვეული გავლენები შეინარჩუნოს. ვიდრე ამას შეძლებს, ვიდრე ამის მიმღეობა ექნებათ იმ პოლიტიკურ ძალებს, ვისთანაც შეიძლება ასეთი რამ დალაგდეს, რა თქმა უნდა, ამას გააგრძელებს“ , - განაცხადა ბესელიამ.

ამასთან, ეკა ბესელიამ ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრა გაიხსენა. როგორც ბესელია ამბობს, მას ჰქონდა განცდა, რომ ყველას აკონტროლებდა.

„ერთი ფრაზა მახსოვს, რაც ცუდად მოხვდა ყურს, როცა საუბარი გვქონდა. როცა, მეუბნებოდა, რომ არ უნდა წახვიდე პარტიიდან, უნდა - დარჩე. (როცა მივიღე გადაწყვეტილება, რომ მოვიდოდი და ამ გადაწყვეტილებას აღარ შევცვლიდი) ცუდად მომხვდა ყურს მისი ფრაზა, რომ „ყველას მოვერიე, შენს გარდა“. ეს იყო ჩემთვის მძიმედ მოსასმენი, რომ მას ჰქონდა განცდა, რომ ყველას აკონტროლებდა“ ,- აღნიშნა ბესელიამ და დასძინა, რომ აღნიშნული ფრაზა მისთვის "შოკისმომგვრელი იყო".

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა