ბიძინა ივანიშვილი - არც მხარდამჭერი არ ვიქნები „ქართული ოცნების“, მაქსიმალური აქტიურობა არჩევნებზე მისვლა და იქ ჩემი პოზიციის დაფიქსირება იქნება

არც მხარდამჭერი არ ვიქნები მე „ქართული ოცნების“, ჩემი მოქალაქეობრივი მაქსიმალური აქტიურობა არჩევნებზე მისვლა და იქ ჩემი პოზიციის დაფიქსირება იქნება, - ამის შესახებ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ყოფილმა თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, დღევანდელი ინტერვიუ იქნება ბოლო და ის უბრუნდება ყოფით ცხოვრებას.

„მე საჯაროობას ვწყვეტ, ალბათ, ბოლო ინტერვიუ იქნება თქვენთან, რამდენიმე უცხო მედიას აქვს სურვილი გუშინდელი განცხადების შემდგომ და შეიძლება, ხვალ-ზეგ ეს გავაკეთო და ამის შემდგომ, მე ვუბრუნდები ჩემს ყოფით ცხოვრებას, რომელიც ძალიან მომწონდა და დღესაც მომწონს. ე.ი. რა, რომ მე არც კონსულტაციები მექნება, არც მხარდამჭერი არ ვიქნები მე „ქართული ოცნების“. ჩემი მოქალაქეობრივი მაქსიმალური აქტიურობა არჩევნებზე მისვლა და იქ ჩემი პოზიციის დაფიქსირება იქნება. არანაირი ინტერვიუ, საჯარო განცხადება, არანაირი დარეკვა რომელიმე გუნდს წევრზე, რომელებიც ძალიან მიყვარს და რომელთაც დიდ პატივს ვცემ, არანაირი შენიშვნის მიცემა, რომ შენ ეს კარგად არ გააკეთე ან არ გამოგივიდა. მე გუნდთან რამდენჯერმე გავიმეორე, რომ ნუ დაელოდებით ჩემგან შენიშვნებს, ამ მხრივ თქვენ აბსოლუტურად თავისუფალი იქნებით. პირიქითაც ნუ აკადრებთ თქვენს თავს და ნურც მე მაკადრებთ. ნუ დამირეკავთ და ნუ დამისვამთ კონსულტაციებზე რჩევისთვის შეკითხვებს. აი, ეს არის განსხვავება იმაში, რაც იყო ადრე და რაც არის დღეს. ადრე რაც იყო და როგორც ვამბობდი, ისე ვაკეთებდი. დღესაც ვარწმუნებ საზოგადოებას, რომ სწორედ ისე შევასრულებ, როგორც ვამბობ“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა