სერგო ჩიხლაძე - ივანიშვილს ჰგონია, რომ შეუძლია ოპოზიციაც კი ისევე დანიშნოს, როგორც მთავრობას ნიშნავს - ეს არ შეესაბამება რეალობას

სამწუხაროდ ივანიშვილს ჰგონია, რომ შეუძლია ოპოზიციაც კი დანიშნოს ისე, როგორც მთავრობას ნიშნავს - ეს არ შეესაბამება რეალობას, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთმა ლიდერმა სერგო ჩიხლაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლა, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მიმდინარე მოლაპარაკებებზე გავლენას არ მოახდენს, თუმცა მოლაპარაკებებისთვის დრო სულ უფრო და უფრო ცოტა რჩება.

„ოპოზიცია ძალიან მრავალფეროვანია. ახალი ძალის, ახალი ოპოზიციური პარტიის გაჩენა არავის ნებაზე არ არის დამოკიდებული, სამწუხაროდ, ივანიშვილს ჰგონია, რომ შეუძლია ოპოზიციაც კი დანიშნოს ისევე როგორც მთავრობას ნიშნავს - ეს არ შეესაბამება რეალობას, ოპოზიცია მრავალფეროვანია, თუმცა შესაძლებელია ამ ოპოზიციურ ფრონტზე, რა თქმა უნდა, გადალაგება, გამსხვილება, ახალი მოთამაშეების შემოსვლა - ეს ჩვეულებრივი პოლიტიკური პროცესია და ამას ბატონი ივანიშვილი ვერ გააკონტროლებს. ნებისმიერ შემთხვევაში ბიძინა ივანიშვილის წასვლა არ იმოქმედებს ოპოზიციის დღის წესრიგზე და არ მგონია, რომ დიდი გავლენა მოახდინოს მოლაპარაკებების პროცესზე, რომელიც უკვე გვიანდება და „ქართული ოცნება" ახდენს ამის დესტრუქციას. სამწუხაროდ, მოლაპარაკებებისთვის დრო და სივრცე უფრო და უფრო ცოტა რჩება, რადგან უსასრულოდ არ შეიძლება ეს პროცესი გაიწელოს", - აღნიშნა ჩიხლაძემ.

ამასთან, სერგო ჩიხლაძემ აღნიშნა, რომ ოპოზიციის შეხვედრა უახლოესი ერთი კვირის განმავლობაში შედგება, სადაც ბოლო დროს განვითარებულ პოლიტიკურ მოვლენებზე და სამომავლო გეგმებზე იმსჯელებენ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა