რობერტ კოხის ინსტიტუტის ხელმძღვანელი - კორონავირუსის კიდევ მეტი ვარიანტი გვექნება, ამიტომ, ნუ იმოგზაურებთ

გერმანიაში კორონავირუსის პანდემიის გაკონტროლება მიმდინარე წლის ბოლოსთვის გახდება შესაძლებელი, - ამის შესახებ რობერტ კოხის ინსტიტუტის პრეზიდენტმა ლოთარ ვილერმა განაცხადა.

მისივე თქმით, კორონავირუსის ახალი ვარიანტები სიტუაციას ართულებს. ლოთარ ვილერის ინფორმაციით, ამ დროისთვის გერმანიაში ე.წ. „ბრიტანული“ შტამის 16 და „სამხრეთ აფრიკული ვარიანტის“ 4 შემთხვევაა დადასტურებული და ინფიცირებულ მოქალაქეებს საზღვარგარეთ მოგზაურობის ისტორია აქვთ.

„კიდევ მეტი ვარიანტი გვექნება, ამიტომ, ნუ იმოგზაურებთ,“- აღნიშნა ლოთარ ვილერმა.

ცნობისათვის, გასული დღე-ღამის განმავლობაში გერმანიაში კოვიდ 19-ს კიდევ 1 244 ადამიანი ემსხვერპლა, რაც ფატალური შემთხვევების რეკორდულად მაღალი დღიური მაჩვენებელია პანდემიის დაწყების დროიდან.

ლევან ლორთქიფანიძე - საუბედუროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველომ სუვერენიტეტი დაკარგა, როგორც დღეს იტყვიან ხოლმე, საქართველო არის რუსეთის „პროქსი“ ძალა
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
La Gazzetta dello Sport-სა და ევრაზიის პარტნიორ კომპანია SMH Global-ს შორის შეხვედრა გაიმართა
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს