ოკუპირებულ ცხინვალში კორონავირუსის 51 ახალი შემთხვევა დადასტურდა

ოკუპირებულ ცხინვალში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსის 51 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, - ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ე.წ. მთავარ სანიტარულ ექიმ მარინა კოჩიევაზე დაყრდნობით ავრცელებს.

კოჩიევას თქმით, გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსზე ტესტი 176 ადამიანს ჩაუტარდა და 51-ის პასუხი დადებითი აღმოჩნდა.

დე ფაქტო ხელისუფლების ინფორმაციით, 15 სექტემბრიდან, ანუ რუსეთთან ე.წ. საზღვრის გახსნის შემდეგ, ოკუპირებულ ცხინვალში კოვიდ 19-ით სულ 2 542 ადამიანი დაინფიცირდა, აქედან ვირუსს 60-ზე მეტი პაციენტის სიცოცხლე ემსხვერპლა, 1 699 კი - გამოჯანმრთელდა.

ცნობისათვის, დღეიდან ოკუპირებულმა ხელისუფლებამ კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების ნაწილი მოხსნა. მუშაობის ჩვეულ რეჟიმს უბრუნდება ყველა „დეპარტამენტი და ორგანიზაცია“, მათ შორის საგანმანათლებლო დაწესებულებები. თუმცა პირბადეების ტარება და სოციალური დისტანციის დაცვა ისევ სავალდებულო რჩება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა